ოქროს ფასი 15-თვიან მაქსიმუმზეა

ოქროს ფასი 15-თვიან მაქსიმუმზეა

access_time2022-02-24 22:40:00

ოქრო ბოლო ერთ წელში ყველაზე ძვირი ღირს - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აღმოსავლეთ ევროპაში კრიზისი, ხოლო ინვესტორებში რისკებთან დაკავშირებული სენტიმენტები გაამწვავა. შედეგად უნცია ოქროს ფასი, გასული წლის იანვართან შედარებით, 3.4%-ით 1 973 დოლარს აჭარბებს. ეს 2020 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ უკრაინას შეუტია, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის დემილიტარიზაციის პირობა და მისი ლიდერების ჩანაცვლება, ხოლო ჯო ბაიდენმა პასუხად დამატებითი სანქციების შესახებ განაცხადა, ინვესტორები სტაბილურ აქტივებს მიაწყდნენ.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ბაზრებზე პანიკა გააჩინა, ინვესტორები პორტფელებიდან ფასიან ქაღალდებს იშორებენ და სტაბილურ აქტივებში გადააქვთ,“ განაცხადა Heraeus Metals Germany-ის უფროსმა ტრეიდერმა, ალექსანდერ ზუმპფემ.

ამ დრომდე არსებული პროგნოზით, აშშ ფედერალური სისტემის მხრიდან მოსალოდნელი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო, პროგნოზი ოქროს ფასის ზრდას არ აჩვენებდა. ახლა ანალიტიკოსებს, დიდი ალბათობით, მიმდინარე წლისთვის პროგნოზების გადახედვა მოუწევთ.

„ჩვენ ველით, რომ ოქროს ფასი 2000 დოლარიან ნიშნულამდე მივა უახლოეს დღეებში, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში,” განაცხადა Natixis SA-ის ნედლეულის მიმართულების უფროსმა ანალიტკოსმა, ბერნარდ დადამ.


ფასი გაიზარდა სხვა ძვირფას მეტალებზეც, მათ შორის განსაკუთრებით პალადიუმზე (+8%), მიწოდების ჯაჭვის შეფერხებასთან დაკავშირებული შიშების გამო. გლობალური ბაზარი პალადიუმის 40%-ს სწორედ რუსეთისგან იღებს. აღმასვლა აჩვენა ვერცხლის და პლატინის ფასმაც, Bloomberg Dollar Spot Index-ი კი 0.7%-ით არის გაზრდილი.


წყარო: Bloomberg, businessformula.ge


თეგები:
ოქრო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up