ოქროს რეზერვები ბიზნესისა და ინვესტორებისთვის ეკონომიკის სტაბილურობის განცდას იძლევა - საქართველო მთავარი ფინანსური აქტივის გარეშე

ოქროს რეზერვები ბიზნესისა და ინვესტორებისთვის ეკონომიკის სტაბილურობის განცდას იძლევა - საქართველო მთავარი ფინანსური აქტივის გარეშე

access_time2022-04-19 10:00:07

ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას საკმარისი ოდენობის საერთაშორისო რეზერვები ჰქონდეს. საქართველოსთვის, როგორც მაღალი დოლარიზაციისა და მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რეზერვების არსებობა განსაკუთრებით აუცილებელია. ეს უფრო მეტად თვალსაჩინო პანდემიის და ომის დროს გახდა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


მსოფლიოს ცენტრალური ბანკები რეზერვის სახით ყველაზე სტაბილურ ვალუტებს ინახავენ. აშშ დოლარი ყველაზე გავრცელებული სარეზერვო ვალუტაა, თუმცა წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს, მაგალითად აშშ-ს, გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს რეზერვების 60-65% ოქროში აქვთ განთავსებული.



„კომერსანტი“ დაინტერესდა რატომ არ აქვს საქართველოს ოქროს რეზერვი, მითუმეტეს რომ ქვეყანაში შესაძლებელია მისი მოპოვება და რას შეცვლიდა ასეთი რეზერვის არსებობა.



„კომერსანტთან“ საუბრისას ეკონომისტების ნაწილი თანხმდება, რომ კრიზისულმა პერიოდმა აშკარად გახადა სტაბილური ვალუტის რეზერვების დიდი მოცულობის საჭიროება. ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილის თქმით, მართალია საქართველოს დღეს არ გააჩნია ოქროს ზოდები, მაგრამ მომავალი ოპტიმისტურია, რადგან ოქროს ფასი ყოველ წელს იზრდება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ფასეულობა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის, მონეტარული პოლიტიკის სტაბილურობის გარანტიას იძლევა. რაც შეეხება იმას, ვინ და როგორ დაამზადებს ამ ზოდებს, ეს უკვე სხვა საქმეა.



ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა კი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საერთაშორისო რეზერვებში ოქროს არარსებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნაა, თუმცა ქვეყნისთვის ოქროს საჭიროებაზე სასაუბროდ სსფ-თან თავი არც არავის შეუწუხებია.


„ოქრო უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ქაღალდის ფული, მითუმეტეს რომ საქართველოში მოიპოვება ოქრო მადანის სახით და ის ქვეყნიდან გადის ძალიან იაფად, რადგან არავინ ცდილობს აქ მის დამუშავებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა იყო რომ ჩვენნაირი ქვეყნებისთვის საერთაშორისო რეზერვებში ოქრო არ ყოფილიყო, რასაც სებ პირნათლად ასრულებს.


ოქროს რეზერვები ბიზნეს სექტორისთვის და ინვესტორებისთვის იძლევა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის განცდას. ის მათ არწმუნებს იმაში, რომ ოქროს რეზერვები გამოყენებულ იქნას როგორც ანტიკრიზისული ღონისძიება და ამის უქონლობა არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ინვესტორები რეალურ სექტორში სახსრების დაბანდებას არ ჩქარობენ.


ყოველთვის გვესმის, რომ ქვეყნები ცდილობენ ოქროს რეზერვების შეგროვებას, მაგრამ ჩვენთან ამის სურვილიც კი არ არსებობს. მიუხედავად სავალუტო ფონდის რეკომენდაციისა, თუ ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდება იმის დასაბუთება, რომ ეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება, ისინი განიხილავენ. სავალუტო ფონდი ყველა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ერთი პრინციპით მოქმედებს, არ ახდენენ დიფერენცირებას, ამიტომ სებ-ის მონდომება აუცილებელია, რომ ოქროს გატანა არ მოხდეს ქვეყნიდან. ეს განსაკუთრებით აშკარა, კრიზისის დროს გახდა, როდესაც სტაბილური ვალუტის არსებობა ყველა ქვეყნისთვის აუცილებელი გახდა.


საინტერესოა ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ოქრო ახლაც გააჩნია, რომლის ნაწილს საკოლექციო მონეტების დასამზადებლად იყენებს“,
ამბობს ლია ელიავა.


საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ზრდას განაგრძობს, ქვეყანას მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, 4.031 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივები (თებერვალში 3,992 მლრდ აშშ დოლარი) აქვს და მათი დიდი ნაწილი 3.542 მილიარდი უცხოურ ვალუტაში განთავსებული (თებერვალში 3,2 მლრდ აშშ დოლარი) რეზერვებია.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს სავალუტო რეზერვები განთავსებულია სუვერენულ ბონდებში (აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, შვედეთის და სხვა სახაზინო ვალდებულებები); სუპრანაციონალური ფასიან ქაღალდებში (European Investment Bank, Bank for International Settlements, African Development Bank, Asian Development Bank Manila, EUROFIMA Basel, International Finance Corporation და ა.შ.); სააგენტოს ფასიან ქაღალდებში (Bank Nederlandse Gemeenten Den Haag, CPPIB Capital Inc Toronto, CDP Financial In Montreal, Agence Francaise de Developpement Paris, Kreditanstalt fuer Wiederaufbau Frankfurt, Svensk Exportkredit AB Stocholm, Royal Bank of Canada, Kommuninvest I Sverige AB Orebro, Province of Alberta Canada, Korean Development Bank და სხვა).


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up