ოქტომბერში შესაძლოა საწვავის ფასები 10-15 თეთრით შემცირდეს, მალე კი 4-იანი ნიშნული ტაბლოებზე საერთოდ აღარ გვქონდეს - ლექვინაძე

ოქტომბერში შესაძლოა საწვავის ფასები 10-15 თეთრით შემცირდეს, მალე კი 4-იანი ნიშნული ტაბლოებზე საერთოდ აღარ გვქონდეს - ლექვინაძე

access_time2022-09-27 21:00:55

დღევანდელი საერთაშორისო ფასის და ეროვნული კურსის გათვალისწინებით, ოქტომბერში უფრო შემცირებული საწვავის ფასები უნდა გვქონდეს, ვიდრე დღეს გვაქვს. ძალიან მალე შესაძლოა 4-იანი ნიშნული საწვავის ფასის ტაბლოებზე საერთოდ არ გვქონდეს, ამ მაჩვენებლის ფარგლებში დიზელი რჩება. სექტემბერში 10-15 თეთრიანი კლება დაფიქსირდა და ველოდებით რომ ოქტომბერშიც შემცირება ასევე 10-15 თეთრის ფარგლებში იქნება, — ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად ისაუბრა.


ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ აგვისტოში საწვავზე ფასების შემცირების მიმართულებით 40-50 თეთრიანი კლება იყო, რასაც გარე ბაზარზე არსებულმა ვითარებამ და ვალუტის კურსის გამყარებამ შეუწყო ხელი.


„საავტომობილო საწვავის ბაზრის 2012-2013 წლის მდგომარეობა კონკურენციის სააგენტოს აქვს შეფასებული და მაშინ ბაზარზე გვყავდა 5 რეალიზატორი და პრაქტიკულად იგივე ფასები ტაბლოებზე, იმპორტიორი კი მხოლოდ რვა. ეს მაშინ როდესაც ეს ბაზარი საკმაოდ მაღალკონკურენტული იყო გარკვეული წლების წინ. 2016 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მოკვლევის დასკვნა, როდესაც 5 მსხვილი კომპანია დაჯარიმდა, შეთანხმებულ და კონკურენციის შემზღუდველ ქმედებებზე, ამ გადაწყვეტილებამ სასამართლო კონტროლი გაიარა და საბოლოო ჯამში ამ ხუთ მსხვილ კომპანიას გადახდილი აქვს 3 მილიონი ლარი იმ დროს არსებული ძალაუფლების გამო.



ამის შემდგომ კონკურენცის სააგენტომ მონიტორინგი გააგრძელა, მაგრამ მაინც არის კითხვები. თუ შევადარებთ 2012 წლის პერიოდს კონკურენცია რა თქმა უნდა გაუმჯობესებულია, თუმცა გარკვეული ძალაუფლება ამ კომპანიების ხელში შეიძლება მაინც იყოს და ეს იწვევდეს იმ კითხვებს რომელსაც საზოგადოება სვამს. 


ჩვენს მოკვლევაში მთავარი მხოლოდ ის არ არის, რომ აღმოვაჩინოთ კანონდარღვევა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, არამედ გვინდა ისეთი რეკომენდაციის პაკეტი მოვამზადოთ, რომელიც სისტემურად შეცვლის რაღაც საკითხებს და ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას. მათ შორის მნიშვნელოვანია მცირე ქსელების ბაზარზე პოზიციონირება და მათ მიმართ სანდოობის გაზრდა. დღეს დაახლოებით 50-მდე იმპორტიორია, როდესაც მხოლოდ 8 იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი კონკურენცია იყოს როგორც საცალო ასევე იმპორტიორების დონეზე.


საწვავის ფასების მოკვლევა აგვისტოში დაიწყო და ვვარაუდობთ 6 თვე იქნება ის ოპტიმალური დრო როდესაც პირველად შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას“,  აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up