2022 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადს 17%-ით აღემატება, ხოლო 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, 67%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „TAV Georgia“ ავრცელებს.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ოქტომბერში 52 536 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11%-ით აღემატება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.