ოქტომბრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

ოქტომბრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

access_time2022-10-10 17:35:27

შემოდგომა საუკეთესო დროა თქვენი ავტომობილის ცივი დღეებისთვის მოსამზადებლად. ტემპერატურის ცვლილება ავტომობილის სხვადასხვა  დეტალზე აისახება, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.

ზამთრისათვის ავტომობილის მოსამზადებლად რეკომენდებული სერვისებია: საბურავების შეცვლა, აკუმულატორის შემოწმება, სამუხრუჭე სისტემის გამართვა და ანტიფრიზის შემოწმება.

ცივი სეზონის დადგომამდე „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს ოქტომბრის შეთავაზებები ამ საჭიროებების გათვალისწინებით მოუმზადა:

 

შეამოწმე ავტომობილი ზამთრისთვის

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს უსაფრთხოების სერვისების ნაკრებს მხოლოდ 10 ლარად  სთავაზობს:

  • სავალი ნაწილის დათვალიერება
  • ძრავის ზეთის დონის შემოწმება
  • სამუხრუჭე სითხის შემოწმება
  • საბურავის წნევის შემოწმება
  • გაგრილების სისტემის სითხის შემოწმება
  • აკუმულატორის შემოწმება



გაორმაგებული ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე

„თეგეტა მოტორსში“ ზამთრის, ზაფხულისა და ყველა სეზონის საბურავების სრულ ასორტიმენტზე გაორმაგებული ქეშბექი მოქმედებს, ამასთანავე, შერჩეულ ბრენდებსა და საბურავებზე სპეციალური ფასები დაგხვდებათ. ისეთ პრემიუმ ბრენდის საბურავებზე, როგორებიცაა:  Brigestone, Continental, Pirell, Michelin, Yokohama  და ასევე Petlas-ისა და Riken-ის ბრენდების საბურავებზე უსასრულო გარანტია მოქმედებს.

ფასდაკლება საცხებ-საპოხ მასალებზე

გამართული ავტომობილით გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია საცხებ-საპოხი მასალების დროული შემოწმება და შეცვლა, ავტომწარმოებლების მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად.

მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვის, ვინც ახლა ძრავის ზეთის შეცვლას აპირებს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში პრემიუმ ბრენდის, MOTUL-ის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ, თუ სააქციო პროდუქციას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ შოპზე შეიძენთ.


შეთავაზება აკუმულატორებზე

ტემპერატურის ცვლილება მოქმედებს აკუმულატორზეც. აუცილებელია მისი დიაგნოსტიკა, ხოლო დაზიანების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ შეცვლა.

„თეგეტა მოტორსში“ მაღალხარისხიანი აკუმულატორების ყველაზე დიდი არჩევანია. ფასის, ბრენდისა და მანქანის საჭიროების მიხედვით, პროფესიონალი პერსონალი თქვენი ავტომობილისთვის საუკეთესო ვარიანტს შეგარჩევინებთ. კომპანიაში წარმოდგენილი აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე მიმდინარე თვეში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ამასთანავე, Macpower-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეცფასები მოქმედებს. ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში კი, დამატებით, 40 ლარამდე ფასდაკლებასაც მიიღებთ.

Varta-ს, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე „თეგეტაში“ უსასრულო გარანტია მოქმედებს.

 

მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილები

მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილების სრულ ასორტიმენტზე ბარათის ტიპის მიხედვით ოქტომბერში გაორმაგებული ქეშბექით ისარგებლებთ.

▪ Classic -7%-ის ნაცვლად 14%-ქეშბექი

▪ Silver -10%-ის ნაცვლად 20%-ქეშბექი

▪ Gold -15%-ის ნაცვლად 30%-ქეშბექი

შეგახსენებთ, რომ სავალი ნაწილების დეტალებზე თეგეტაში უსასრულო გარანტია მოქმედებს.

 

ხელსაწყოები

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების პარალელურად, შეთავაზებები ვრცელდება ხელსაწყოებზე. „თეგეტა მოტორსი“ ოქტომბერში 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ toptul-ისა და ring-ის ხელსაწყოებზე, ხოლო Total-ისა და MHR TOOLS-ის ხელსაწყოებზე - 25%-იან ფასდაკლებას.

 

ონლაინ შოპი

კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ, თუ სააქციო პროდუქციას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ შოპზე შეიძენთ. ონლაინ შოპზე პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ შოპზე შეძენისას ადგილზე მიტანის სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში კი დამატებით ექსპრესსერვისი ფუნქციონირებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შენაძენი 1 საათის განმავლობაში მიიღოთ.

მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ, „თეგეტას“ დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ რეზერვაციით ისარგებლოთ.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up