ორ კვირაში ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი გაორმაგდა - Smart Solutions

ორ კვირაში ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი გაორმაგდა - Smart Solutions

access_time2022-03-10 14:00:53

ლარის გაუფასურების, საწვავის და სამშენებლო მასალების მკვეთრი გაძვირების გამო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიებს  საქმიანობის გაგრძელება უჭირთ, ხოლო ახალი ვალდებულებების შესრულებისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს, სანამ კრიზისია და ბიზნესი ახალი მოთხოვნების შესაბამისად გადაწყობას მოახერხებენ.


Smart Solutions-ის დირექტორის ლევან გოგსაძის განცხადებით, სამშენებლო მასალები 2-3 კვირაში მკვეთრად გაძვირდა და მარტო არმატურის შემთხვევაში, 4300 ლარს მიაღწია, რაც დიდი პრობლემაა, რადგან ამ სიტუაციაში ბიზნესის მხრიდან აღებული ვალდებულების შესრულება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.


,,რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ტენდერი მოვიგეთ და უარი ვთქვით ვალდებულების აღებაზე, გადაწყვეტილება არ დავაზუსტეთ. სანამ ხელშეკრულებას ოფიციალურად გავაფორმებდით, მოხდა ფასების ზრდა და ამიტომ ვერ გავრისკეთ, საბოლოოდ კი დისკვალიფიკაცია მივიღეთ. ვფიქრობ, სხვა არჩევანი არ გვქონდა, რადგან მშენებლობაში დიდი პრობლემაა – მკვეთრად გაზრდილია ფასები საწვავსა და სამშენებლო მასალებზე. 2-3 კვირაში სამშენებლო მასალების ღირებულება ფაქტობრივად გაორმაგდა. ამ მხრივ გლობალურ პრობლემასთან ერთად, სერიოზული გავლენა მოახდინა კურსთაშორისმა სხვაობამ, ხელშეკრულებები პარტნიორ კომპანიებთან ლარშია გაფორმებული და ხარჯი კატასტროფულად გვეზრდება“, - ამბობს ლევან გოგსაძე ,,კომერსანტთან“.



მისი თქმით, საგარეო ვაჭრობაში გადაწყობა-პორტირების პროცესი მიმდინარეობს და სანამ ეს სიტუაცია არ დალაგდება, სტაბილურობა ვერ მიიღწევა.


,,სამშენებლო მასალებს უკვე ვერ მივიღებთ უკრაინიდან, ვერც რუსეთიდან, განსაკუთრებით ეს ეხება არმატურას, რომელიც ძირითადად ამ ბაზრებიდან შემოდიოდა. შექმნილ სიტუაციაში  მოხდება გადაწყობა, ვინაიდან დეფიციტია ბაზარზე და ბიზნესი მოძებნის გამოსავალს. საწვავის ფასიც მეტნაკლებად დარეგულირდება. ლარის დასტაბილურების პროცესშიც ეროვნული ბანკი ჩაერთო და მცირედით გამყარდა, ალბათ ეს ტენდენცია გაგრძელდება.  არსებული მოცემულობა უნდა შეიცვალოს, ზარალი ძალიან დიდია.  ამ ეტაპზე 2 პროექტი გვაქვს და ორივეზე ვმუშაობთ, არ ვაჩერებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მომწოდებელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და თანახმა არიან, ხარჯის ზრდა დაკომპენსირდეს“, - აცხადებს ლევან გოგსაძე.


ცნობისთვის, ,,სმარტ სოლუშენსი“  ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიაა.  2015 წლიდან იგი  ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, როგორებიცაა:  მიწის საექსკავაციო სამუშაოები, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობა, გარე განათების ქსელი მოწყობა და ინსტალაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელის მოწყობა, საგზაო სამშენებლო, სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოები.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up