ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პარლამენტს და მთავრობას მიმართვს, სათამაშო ბიზნესი სასწრაფოდ შეიზღუდოს

ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პარლამენტს და მთავრობას მიმართვს, სათამაშო ბიზნესი სასწრაფოდ შეიზღუდოს

access_time2021-09-07 13:20:00

არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მიმართვს, სათამაშო ბიზნესი სასწრაფოდ შეიზღუდოს.


როგორც ორგანიზაციის მიმართვაშია აღნიშნული, სათამაშო ბიზნესის გამო არსებულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად განაპირობა კრიმინალის და სუიციდის ზრდა.


„მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიამ საზოგადოების იმედები გააქარწყლა. როგორც ჩანს, ამაოდ გვეგონა, რომ ხელისუფლება ადექვატურად უპასუხებდა მოლოდინს ათეულ ათასობით ოჯახისა, რომლებიც სათამაშო ბიზნესის გამო გაკოტრდნენ და უკიდურეს სიღარიბეში ჩაეფლნენ. ამ კოშმარულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად განაპირობა კრიმინალის და სუიციდის ზრდა, მოთამაშეთა ნაწილმა, როგორც დაურეგულირებელი სათამაშო ბიზნესის მსხვერპლმა, სიცოცხლე მოისწრაფა.


სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აღნიშნული ბიზნესის ეფექტურად დარეგულირების ნაცვლად, კვლავაც მის პოპულარიზაციას ეწევა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებს, რომ წყალტუბოსა და გონიოს, ახალ, ე.წ. „ლას-ვეგასებად“ გადააქცევს.


უმაღლესი ხელისუფალი ერთი მხრივ, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მისი უფროსი ქართველი ხალხია და ამავე დროს ხალხის აზრს არ ითვალისწინებს, ქვეყნის მწარმოებელუნარიანობის საფუძველზე ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის განვითარების ნაცვლად საეჭვო პოლიტიკას ეწევა, კორუფციულ გარიგებებს და კონკრეტული ბიზნესმენების ფინანსურ ინტერესებს ახალისებს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რადგან სათამაშო „ბიზნესი“ საყოველთაო დოვლათს კი არ ქმნის, ძარცვავს.


ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს, პანდემიის უმძიმეს პირობებში, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, ძირითადად ონ-ლაინ კაზინოების საშუალებით (რადგან პანდემიის გამო რეგულაციებით სახმელეთო კაზინოები, სლოტ-კლუბები და სხვა არ მუშაობდა), 35 მილიარდ ლარს გასცდა, რაც შესაბამისად უნდა ასახულიყო ბიუჯეტში. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ონ-ლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა არასათანადოდ კონტროლდება. ამასთან, ასეულ მილიონობით ლარით გაიზარდა აღნიშნული ბიზნესის რამდენიმე მფლობელის შემოსავალი, რომელთაგან ზოგიერთი კარგა ხანია აქტიურ პოლიტიკაშიცაა ჩაბმული. სამწუხაროდ, პრემიერის განცხადებების და მის მიერ დასახელებული, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების მიხედვით, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას სათამაშო ბიზნესის ფულის გავლენა ეტყობა.


სათამაშო ბიზნესის შეუზღუდავი, მასობრივი რეკლამა და პოპულარიზაცია ჭაობში ითრევს ჩვენს ახალგაზრდებს და დამოკიდებულს ხდის ისეთ უმძიმეს ქცევით დაავადებაზე, როგორიცაა გემბლინგი.



ქვეყანაში, სადაც დაუნდობელ „კოვიდ ომში“ ყოველდღიურად ათეულობით ადამიანს ვკარგავთ, მთავრობის უპირველესი საზრუნავი არა სათამაშო ბიზნესის გახსნა და ახლის დამატება, არამედ საერთოდ დახურვა და ერთ ან ორ დაუსახლებელ ლოკაციაზე გადატანა უნდა იყოს.


არსებული მდგომარეობის სწრაფად და ეფექტურად შემსუბუქების და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით, მოვუწოდებთ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაიცვან და განახორციელონ კონსტიტუციით აღიარებული, ადამიანის სასიცოცხლო უფლებები:


აკრძალოს სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი სახის (მათ შორის ინტერნეტით) რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა;


საქართველოს მოქალაქეებისათვის აიკრძალოს ყველა სახის ონ-ლაინ მომგებიანი თამაშები;


სახმელეთო სათამაშო ბიზნესი უახლოეს პერიოდში გადაიტანონ მხოლოდ დაუსახლებელ ერთ, ან ორ ლოკაციაზე;


საქართველოს მოქალაქეებისათვის ასაკობრივი ცენზი დაწესდეს 25 წლიდან ზემოთ;


საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესდეს ფინანსური ცენზი და თამაშის უფლება მიენიჭოს მხოლოდ წელიწადში 40 000 ლარს ზემოთ შემოსავლის მქონე პირებს და წაგების მარჟა არ უნდა აღემატებოდეს მათ მიერ დადებული ფსონის 5%-ს;


დაწესდეს მოთამაშეთა რეესტრი და განრიდების (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა) სია;


შესაბამისი პოლიტიკური მიმართულება დააფიქსიროს არჩევნებში მონაწილე ნესბიმიერმა პოლიტიკურმა სუბიქტმა, არამხოლოდ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლმა“, - ნათქვამია მიმართვაში.



ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up