სავაჭრო ობიექტებში სასწორების სიზუსტეს „ეტიკი“ შეამოწმებს

სავაჭრო ობიექტებში სასწორების სიზუსტეს „ეტიკი“ შეამოწმებს

access_time2022-05-24 16:00:05

მომხმარებელთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეტიკისასწორების სიზუსტესთან დაკავშირებით კვლევას იწყებს. სასწორების მონიტორინგი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და მოიცავს როგორც ბაზრობებს, ასევე სუპერმარკეტებსაც.


როგორც  „ეტიკის“ დამფუძნებელი ამირან შენგელია ,,კომერსანტთან“ ამბობს, კლიენტის გადახდილ ფულთან წონის შეუსაბამობის პრობლემა განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში შეინიშნება, ამიტომ გადაწყდა, რომ განსაკუთრებით მკაცრად შეამოწმონ ტურისტული ზონები, სადაც, მისივე თქმით, მომხმარებლების მოტყუების ფაქტები მასობრივია.


,,მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი მთავრობამ მიიღო და როგორც კი კანონპროექტი ძალაში შევა, ჩვენ კონტროლის მეტი შესაძლებლობა გვექნება და გამოვლენილი ფაქტების მიმართაც სათანადო რეაგირებას ველოდებით, რაც აქამდე პრობლემა იყო. სასწორებს სიზუსტეზე ქვეყნის მასშტაბით შევამოწმებთ, ფაქტობრივად ყველა რეგიონს მოვიცავთ, რადგან პრობლემა ყველგან არის. აჭარა განსაკუთრებით, ტურისტული ზონაა და კარგად იცით, რაც ხდება. ასევე სხვა ტურისტულ რეგიონებშიც, შეძენილი პროდუქტის წონაში მომხმარებლების მოტყუების ფაქტები ყველგან ხშირია. არავისთვის არ არის უცხო, რომ თვითნებურად დაკალიბრებული ელექტროსასწორები 1 კგ-ში, საშუალოდ, 50-100 გრამს იპარავს. აგრარული ბაზრების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 200 გრამსაც აღწევს“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ამირან შენგელია.


მისივე ინფორმაციით, წონის პრობლემა განსაკუთრებით ეხება მარცვლეულს, შაქარს, ხილ-ბოსტნეულს, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა.



,,წონის გაკონტროლების შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს უფლება, გამყიდველს დანაკარგის ანაზღაურება მოსთხოვოს. როდესაც მომხმარებელს წონის გადამოწმების შესაძლებლობა არ აქვს, განიცდის ეკონომიკურ ზარალს და ამით მისი უფლებები ირღვევა“, - განმარტავს ამირან შენგელია.


სავაჭრო ობიექტებში სასწორების შემოწმება ივლისში დაიწყება.


,,ეტიკის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეში საშუალოდ 25-30 ობიექტის შემოწმებას შეძლებენ.


ცნობისთვის, მომხმარებლების უფლებებს დაცვა კონკურენციის სააგენტოს ევალება. კანონპროექტის თანახმად, სააგენტო მიიღებს საჩივრებს მომხმარებლებისგან და ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას თითოეულ საჩივარზე. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოვაჭრეს დაეკისრება. თავდაპირველად მას ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცემა დრო და თუ მოვაჭრე არ გამოასწორებს ხარვეზს, მას სავაჭრო ბრუნვის არაუმეტეს 2%-ით დააჯარიმებენ. თუ შემთხვევა ერთი წლის განმავლობაში გამეორდება, ჯარიმა გაორმაგდება.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up