ორგანიზებული ჯგუფის წევრები 41 მოქალაქის 1054150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ

ორგანიზებული ჯგუფის წევრები 41 მოქალაქის 1054150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ

access_time2023-01-21 12:30:44

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს წარუდგინა ბრალდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს და 41 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 1 054 150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

 

 

ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, თითქოსდა სახელმწიფო, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით და ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით, უსახლკარო და დევნილის სტატუსის, შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე, ასევე, სოციალურად დაუცველი პირების და ემიგრანტების მოძიებას ახდენდა, რათა მათთვის ბინები თბილისში და ბათუმში მდებარე შპს „ორბი ჯგუფის" საცხოვრებელ კომპლექსში, ასევე, დაბა ბაკურიანში და კურორტ საირმეში სიმბოლურ ფასად გადაეცა. 

 

 

ასევე, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან მოცემულ პროექტს ხელმძღვანელობდა და მისი წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი ბრალდებული, ხოლო დანაშაულში მონაწილე ორი პირი როგორც ე.წ. კოორდინატორები, შესაბამისი პირების მოძიებას და მათ პროექტში ჩართვას ახდენდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეებს აჩვენებდნენ წინასწარ ნაქირავებ ბინებს, როგორც მათთვის სახელმწიფოს მიერ გადასაცემ ქონებას და არწმუნებდნენ, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" მათ სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოგვიანებით მოხდებოდა. 

 


 

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არერთგზის დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ"და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

 


საქართველოს პროკურატურა მიმართავს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

 

 

 


თეგები:
თაღლითობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up