„დიდი ოთხეულის“ წევრმა ორმა უმსხვილესმა აუდიტორულმა კომპანიამ KPMG და PricewaterhouseCoopers LLP (PwC) კვირას განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო რუსეთის ბაზარზე ფილიალებს დახურავენ. ეს გადაწყვეტილება ათასობით პარტნიორსა და თანამშრომელზე აისახება.
ამის შესახებ RBC-Ukraine სააგენტო როიტერზე დაყრდნობით წერს.
აუდიტორული და კონსალტინგური სერვისების გიგანტი KPMG აცხადებს, რომ რუსეთსა და ბელარუსში მისი ფირმები დაიხურება, რაც 4500 პარტნიორსა და თანამშრომელს შეეხება.
„რუსეთის მთავრობის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ PwC–ს რუსეთში ფილიალები არ უნდა ჰქონდეს. შედეგად, რუსეთის ბაზარს ვტოვებთ“, – ნათქვამია PwC–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დიდი ოთხეული“ – აუდიტორული და კონსალტინგური სერვისების მიმწოდებელი ოთხი უმსხვილესი კომპანიის ქსელებია: Deloitte, PricewaterhouseCoopers, Ernst & Young და KPMG.