ორიენტ ლოჯიკს განახლებული დირექტორთა საბჭო უხელმძღვანელებს

ორიენტ ლოჯიკს განახლებული დირექტორთა საბჭო უხელმძღვანელებს

access_time2021-06-30 14:00:26

კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ დირექტორთა საბჭოს სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას ალექსანდრე ბაგრატია დაიკავებს, რომელსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ბოლო 7 წლის განმავლობაში ის „ორიენტ ლოჯიკის“ ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას იკავებდა.

კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია გიორგი ჩიტაიამ ჩაიბარა, რომელიც „ორიენტ ლოჯიკს“  2020 წელს შემოუერთდა და ფინანსური სექტორის გუნდს ხელმძღვანელობდა. გიორგი ჩიტაიას ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მას საქართველოს წამყვან საბანკო და სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებში ინოვაციური ტექნოლოგიური  პროექტები აქვს განხორციელებული.

დირექტორთა საბჭოში საოპერაციო დირექტორის პოზიციას ოთო ტაბატაძე იკავებს, რომელიც ორგანიზაციის საოპერაციო მიმართულებას ხელმძღვანელობს. ოთო ტაბატაძე „ორიენტ ლოჯიკის“ საოპერაციო დირექტორი 2018 წელს გახდა და მისი ხელმძღვანელობით კომპანიაში არაერთი მასშტაბური საოპერაციო პროექტი განხორციელდა.

1 ივლისიდან კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციას ირაკლი გოგლიჩიძე დაიკავებს, რომელიც  „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდს 2018 წლიდან შემოუერთდა და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

მიმდინარე წელს ასევე ცვლილებები იყო ორგანიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებითაც. აღნიშნული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა ვასილ გრიგალაშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს წამყვანი ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.


„კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდის მთავარ პრიორიტეტად კვლავ მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარება რჩება. კომპანიის შემდგომი განვითარების სტრატეგია ტექნოლოგიური გუნდების უფრო მეტად გაძლიერებაზე იქნება დაფუძნებული. კომპანიის საშუალოვადიანი სტრატეგია კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სერვისების, პროგრამული უზრუნველყოფის, DevOps-ისა და ე.წ. ქლაუდ-თავსებადი ტექნოლოგიური სერვისების განვითარებას დაუკავშირდება.

ბოლო პერიოდში „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდარაერთი პროფესიონალით გაძლიერდა. ეს პროცესი, როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე პროგრამული უზრუნველყოფისა და ქლაუდ თავსებადი გადაწყვეტილებების განვითარების მიმართულებებით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მიმდინარე წელს კომპანიამ დაასრულა ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრის, OL Academy-ის ფორმირების პროცესი. OL აკადემიამ უკვე მოიპოვა Red Hat-ის სერტიფიცირებული ტრენინგ ცენტრის სტატუსი და სულ მალე IT ბაზარს მაღალტექნოლოგიურ სასწავლო კურსებსა და სასერტიფიკატო ტრენინგებს შესთავაზებს.“ - ალექსანდრე ბაგრატია, „ორიენტ ლოჯიკის“ გენერალური დირექტორი.

კომპანია „ორიენტ ლოჯიკი“ 25 წელია საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარზე ლიდერია. კომპანიის საქმიანობა დაკავშირებულია რამდენიმე ტექნოლოგიურ მიმართულებასთან, როგორებიცაა - IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები, ქსელური გადაწყვეტილებები, კიბერუსაფრთხოება, პერსონალური სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა. წელს „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდი ეჯაილ მართვის მეთოდოლოგიაზე გადაერთო, რაც კომპანიის სტრუქტურას მეტად მოქნილსა და ინოვაციურს გახდის. პარალელურად გაიზრდება თანამშრომელთა ჩართულობა ორგანიზაციის მასშტაბით მიმდინარე პროცესებში, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს კომპანიის გრძელვადიანი მიზნების წარმატებით განხორციელებაში.

 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up