ორკლასიანი დასავლეთი - აცრილები და აუცრელები

ორკლასიანი დასავლეთი - აცრილები და აუცრელები

access_time2021-08-07 18:00:33

შიში ახალი პანდემიის წინაშე და სწრაფი ვაქცინაცია ევროპაში და ამერიკაში იწვევს მწვავე დებატებს არავაქცინირებული მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის თაობაზე.

 

სხვა შემთხვევებში თავშეკავებული და კორექტული ჯო ბაიდენი ამ შემთხვევაში ძალიან კატეგორიულია და „აუცრელებს შორის პანდემიაზე“  საუბრობს.

 

საბოლოო ჯამში,  დისკუსიის არსი მარტივია - რისი უფლებები ექნებათ ვაქცინირებულებს, და რისი უფლებები არ ექნებათ არავაქცინირებულებს?

 

საკანონმდებლო ინიციატივების და პოლიტიკური მიზნებისგან განურჩევლად, დასავლეთში ორკლასიანი საზოგადოება - აცრილები და აუცრელები,  უკვე რეალობად იქცა. ყველა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი ვაქცინირებულია, მათ მრავალი შეღავათები უწესდებათ, ძირითადად  სწორედ მდიდარ და დემოკრატიულ ქვეყნებში.

 

ამავე დროს აზიის ქვეყნების უმეტესობაში ვაქცინაციამ ჯერ ამ მასშტაბებს ვერ მიაღწია. შესაბამისად, იქ საზოგადოების 2 ნაწილად გაყოფა ჯერ შესამჩნევი არ არის.

 

ამ პარასკევს იტალიაში შემოვიდა სავალდებულო „მწვანე პასპორტი“, რომელიც მისი მფლობელის მიერ ვაქცინაციის გავლას დაადასტურებს. ეს საბუთი აუცილებელი იქნება თეატრებში, მუზეუმებსა და აუზებში შესასვლელად, ასევე რესტორნების შიდა ნაწილებში ყოფნისა და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებისთვის.

 

სავარაუდოდ,  სექტემბრიდან ეს სია გაფართოვდება.  „მწვანე პასპორტის“  გარეშე ადამიანებისთვის დახურული იქნება მატარებლები, საზღვაო ხომალდები და თვითმფრინავები.


 

იტალიელები ამ ინიციატივას მხარს უჭერენ, თუმცა,  ბოლო დღეებში ათასობით ადამიანმა ორკლასიანი საზოგადოების ფაქტობრივი ჩამოყალიბება გააპროტესტა.

 

იტალიელების გარდა, ვაქცინაციის გავლის დადასტურება ფრანგებსაც მოუწევთ.  როგორც მინიმუმ, მათ დაევალებათ  პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

„ჯანმრთელობის პასპორტი“ მოქალაქეებს ბევრ კარს გაუხსნის. 21 ივლისიდან მისი წარდგენა აუცილებელია სპორტულ ღონისძიებებზე და კონცერტებზე დასწრებისთვის, თეატრებში და კინოთეატრებში შესასვლელად.

 

9 აგვისტოდან კი ამ ჩამონათვალს დაემატება ბარ-რესტორნები, მატარებლები და თვითმფრინავები.

 

ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ კოვიდ-საშვების სისტემა ამოქმედდა. მისი მიღებისთვის 4 გზა არსებობს - ვაქცინაცია, გადატანილი ინფექცია, პრს-ტესტი და ცნობა იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია სამედიცინო ჩვენებების გამო შეუძლებელია.

 

მთავრობა განიხილავს კოვიდ-საშვების ვალდებულებას რესტორნებსა და ბარებში შესვლისთვის, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. თუმცა არის ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღების ფაქტებიც. მაგალითად,  საფეხბურთო გუნდი „ჩელსი“ სტადიონზე მხოლოდ ვაქცინირებულებს ან უარყოფითი პრს-ტესტის მქონე მოქალაქეებს შეუშვებს.

 

არის უკვე შემთხვევებიც, როდესაც ბიზნესი თანამშრომლებ აცრას ავალდებულებს. ლონდონური სანტექნიკური კომპანია Pimlico Plumbers-მა 400 თანამშრომელს აცრისთვის დრო წლის ბოლომდე მისცა, წინაამღდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა.

 

ორკლასიანი საზოგადოება სწრაფი ტემპებით შენდება ოკეანის მიღმაც. ნიუ-იორკში რესტორნებს და ბარებს სტუმრების აცრების სერტიფიკატების შემოწმება დაევალათ, რაც აშშ-ში პირველი მსგავსი პრეცედენტია.

 

„თუ გსურთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა, მაშინ აცრა უნდა გაიაროთ“ - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ.

 

ეს მხოლოდ დასაწყისია.  ამა თუ იმ ფორმით არავაქცინირებული მოსახლეობის უფლებების უხეში შეზღუდვა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, შტატებსა და კანადაში უკვე დაიწყო და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up