ორნიშნა ეკონომიკური ზრდა  მოსახლეობის კეთილდღეობაზე მინიმალურ დონეზეც ვერ აისახა

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე მინიმალურ დონეზეც ვერ აისახა

access_time2021-12-31 16:00:58

რამდენად აისახა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რა გამოწვევების წინაშე იდგა ეკონომიკა 2021 წელს და როგორ ხვდება  მოსახლეობა ახალ 2022 წელს, რა სირთულეები გველის? - ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ ირაკლი მაკალათიამ რადიო ,,კომერსანტში“ თავის საავტორო გადაცემაში ,,პროფესიონალები“ სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის ეკონომიკური სკოლის დეკანი მიიწვია.



როგორც აღმოჩნდა, სოსო ბერიკაშვილი ქვეყნის ერთ-ერთ დიდ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემად მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა, შემცირებული შემოსავლები და გაუარესებული ბიზნეს გარემო მიიჩნია, რის ფონზეც ეკონომიკურ ზრდას  მოსახლეობა ვერ გრძნობს და ინვესტიციების მიმართულებითაც ვითარება კვლავ საგანგაშოა.



,,მოსახლეობის შემოსავლები ვერ იზრდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები სამსახურს კარგავენ. ამ ფონზე გაზრდილი ფასები არის ძალიან მძიმე და რთულად ასატანი.  თუმცა პოზიტიურია ეკონომიკური ზრდა, შარშანდელთან შედარებით ექსპორტიც მყარ პოზიციაზეა. ერთადერთი, რაც ეკონომიკას აცოცხლებს, ფულადი გზავნილებია, რომელიც 2020 წელსაც არ შემცირებულა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვარჩენენ ემიგრანტები. დიდი მადლობა მათ, ძალიან ბევრს შრომობენ, რომ სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს დაეხმარონ, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის ნორმალური განვითარების მაჩვენებელი. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა  კატასტროფულად შემცირდა ინვესტიციები.  2019 წელთან შედარებით 26%-იანი კლება ფიქსირდება, აბსოლუტურ ციფრებში გაცილებით მაღალი მაჩვენებლით არის შემცირებული. რა ინვესტიციაც ხორციელდება, მუდმივად ერთსა და იმავე სექტორებშია. ამასთან, დიდი ნაწილი რეინვესტირებაა ანუ ახალი არაფერი შემოდის, რაც პრობლემაა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას მთელ გუნდს ეკისრება. პოლიტიკური ნების საკითხია. ელემენტარულად, თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო გქონდეს. ხელისუფლებას არ ევალება ეკონომიკის კეთება პირდაპირ, არამედ შექმნას გარემო, სადაც ადამიანებს ბიზნესის კეთების სურვილი და შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა ბერიკაშვილმა რადიო ,,კომერსანტთან“.




ნეგატიურ ფაქტორებს შორის მან დაასახელა ინფლაციაც და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან, განსაკუთრებით გვიან ზაფხულში მცირე კლებას ექნება ადგილი, მაგრამ ფასების ზრდის ტენდენციას ვერ შეაჩერებს.



,,საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დიდი ზრდაა. მაქსიმუმ, 2 %-ით შეიძლება შევამციროთ ინფლაცია, მეტი რესურსი არ მოგვეპოვება. ვვარაუდობ, რომ ინფლაცია შემცირდება გაზაფხულიდან თუ არა გვიანი ზაფხულიდან, მაგრამ გარე ფაქტორებზეც ვართ დამოკიდებული. მაგალითად, საწვავის ფასები როგორ დაკორექტირდება, წინასწარ არავინ იცის. ინფლაცია შემცირდება, მაგრამ ფასების ზრდა გაგრძელდება უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე ახლა მიმდინარეობს. ახალ წელს გაზრდილი ფასები მძიმედ გვაწვება. ბევრი ადამიანი  ხარჯის გაწევას საახალწლოდაც ვერ ახერხებს. მართალია, ციფრებში საახალწლო სუფრა მაინც და მაინც ძვირი არ ჩანს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს 183 ლარი წინასაახალწლოდ, სესხის აღება უწევთ და მთელი წელი ვალი უნდა იხადოს. ჩვენი დიდი პრობლემაა, რომ ეკონომიკური ზრდა ვერ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ორნიშნა ზრდა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, თუ ამის ეფექტს საკუთარ ჯიბეზე ვერ ვიგრძნობთ. 2 დიდი პროექტი ეკონომიკას გაზრდის, მაგრამ მოსახლეობაზე თუ არ აისახება, შედეგს ვერ მოიტანს. მთავარია, შემოსავლებიც იზრდებოდეს, რა მხრივაც საქართველოს მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.



კავკასიის ეკონომიკური სკოლის დეკანმა ყურადღება პანდემიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა.



მისი შეფასებით, ვაქცინაცია ფაქტობრივად ჩავარდნილია, მძიმე პანდემიური ვითარებაა და ათასობით ადამიანი იღუპება, რაც ეკონომიკას ძალიან აზარალებს.



მარი ჩიტაია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up