ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობის დროს ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფის სახის ნაკვთების ჩამოყალიბებასა და ფორმირებაზე. კვლევის შედეგები ჟურნალმა Human Reproduction-მა გამოაქვეყნა. კვლევის შესახებ The Telegraphი წერს.
მკვლევრებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი (AI) და ალგორითმები, რათა ეპოვათ კავშირი ბავშვის სახის ფორმის ცვლილებასა და ალკოჰოლის რაოდენობას შორის, რომელსაც დედები სვამდნენ ორსულობის წინ და ორსულობის დროს. მეცნიერებმა გააანალიზეს ცხრა წლის 3149 და 13 წლის 2477 ბავშვის 3D გამოსახულება.
ანალიზმა აჩვენა, რომ კვირაში 12 გრამზე ალკოჰოლს შეეძლო გავლენა მოეხდინა ბავშვის სახის ნაკვთებზე. ეს არის 175 მლ ღვინის ან 330 მლ ლუდის ეკვივალენტი.
ალკოჰოლის დალევის ყველაზე გავრცელებული შედეგი აღმოჩნდა ცხვირის აწეული წვერი, დამოკლებული ცხვირი, დახრილი ნიკაპი და თვალების ქვეშ ნაოჭები - ეს ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის სიმპტომებია. ეს ცვლილებები ნაკლებად შესამჩნევი გახდა, როგორც ბავშვი გაიზარდა და პრაქტიკულად გაქრა 13 წლის ასაკში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა გარემო ფაქტორების გავლენით.
ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის სიმპტომებია კოგნიტიური დაქვეითება, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობის დარღვევა (ADHD) და მეტყველების შეფერხება. კვლევა ხაზს უსვამს, რომ ორსულობის დროს ალკოჰოლის უსაფრთხო დონე არ არსებობს.