რაც შეიძლება ბევრი ცოცხალი ადამიანი უნდა გამოვიყვანოთ ნანგრევებიდან, ეკონომიკის მდგომარეობა გამოჩნდება შემდეგ - ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე

რაც შეიძლება ბევრი ცოცხალი ადამიანი უნდა გამოვიყვანოთ ნანგრევებიდან, ეკონომიკის მდგომარეობა გამოჩნდება შემდეგ - ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე

access_time2023-02-08 15:00:04

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი უკვე 7000-ს აჭარბებს. დიდია ეკონომიკური ზარალიც და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ ის რამდენიმე მილიარდს მიაღწევს.

 

 

 

სწორედ თურქეთია საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი, რა გავლენა ექნება მეზობელ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK) შემავალი თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ისაუბრა.

 

 

 

როგორც ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე აცხადებს, ამ დროისათვის ბიზნესის და მთავრობის ყურადღება ადამიანების გადარჩენისკენაა მიმართული და მის ეკონომიკურ ეფექტზე ბიზნესმენი წინასწარ ვერ საუბრობს.


 

 

 

„მიწისძვრის გამო თურქეთში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, ჯერჯერობით არ ვიცით ეკონომიკაზე რა გავლენა ექნება ამ პროცესებს. ბიზნესი, მთავრობა, მთელი ქვეყანა, მეზობელი ქვეყნები ელოდებიან იმას, რომ რაც შეიძლება ბევრი ცოცხალი ადამიანი გამოვიყვანოთ ნანგრევებიდან და თან დავეხმაროთ მოქალაქეებს. ეკონომიკა და მისი მდგომარეობა გამოჩნდება შემდეგ. ცუდია, რომ სტამბულის ბირჟა დაიხურა.

 

 

 

თურქეთში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება. როგორც პანდემიის დროს იყო, ჯერ ქვეყანა ახდენდა საჭიროებების დაკმაყოფილებას და მერე გზავნიდა ექსპორტზე და ანალოგიური მომენტია ამ წუთში. თუმცა საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი მეზობელი და პარტნიორია და გავლენას სავაჭრო ურთიერთობებზე არ მოახდენს,“ - განუცხადა „კომერსანტს“ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.

 

 

 

 თურქეთი (2 806.4 მლნ. აშშ დოლარი) საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მთლიან ექსპორტში თურქეთის წილი 7.8%-ია, ხოლო იმპორტში 17.6%-ი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up