ოთარ ანგურიძე - ეკონომიკის   11.3 % -იანი  ზრდა გვიჩვენებს, რომ პანდემიის მართვის პროცესში   მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი და თანმიმდევრული იყო

ოთარ ანგურიძე - ეკონომიკის 11.3 % -იანი ზრდა გვიჩვენებს, რომ პანდემიის მართვის პროცესში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი და თანმიმდევრული იყო

access_time2021-10-29 14:40:49

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით იანვარ-სექტემბერში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 11.3% შეადგინა. ხოლო, ცალკე სექტემბრის თვეში რეალური ეკონომიკური ზრდა 6.9% შეადგინა. თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ოთარ ანგურიძისმიერ ფბ-ში  გამოქვეყნებული შეფასებით, მარტის  შემდეგ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა პერიოდულად აუმჯობესებდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ამჯერად, 9.5%-მდე გაზარდა. ოპტიმისტურ შემთხვევაში კიშესაძლებელია ეს ციფრი ორნიშნა მაჩვენებელზეც გავიდეს.

მისი აზრით,  განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია  ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდისმაჩვენებლები, აჭარბებს არამხოლოდ გასული პანდემიური წლის მაჩვენებლების, როცა მთელ მსოფლიოში ეკონომიკურ ვარდნას ჰქონდა ადგილი, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებსაც, როცა ეკონომიკაიყო მაღალი ზრდის ტემპით და ტურისტების ნაკადები შემოდიოდნენ ქვეყანაში წლიდან-წლამდერეკორდული რაოდენობით და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც საკმაოდ პოზიტიურ გავლენასახდენდნენ.

სექტემბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 24%-ითგაუმჯობესდა, ხოლო ახალ რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6.2%-ით. ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის კომპონენტი, სადაც სექტემბერშიექსპორტი გაუმჯობესდა 12.8%-ით და მისმა მოცულობამ შეადგინა 373.6 მლნ აშშ დოლარი. 8.8%-ითგაუმჯობესდა საერთაშორისო ფულადი გზავნილები. ეტაპობრივად ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ტურიზმის სექტორშიც.

„ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებული შედეგები გვიჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი და თანმიმდევრული პანდემიის მართვის პროცესში. რასაც ამყარებსდა ამტკიცებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც აღიარებს დახაზს უსმევს საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების სისწორეს. განსაკუთრებით აღნიშნავს,პრობლემური ფირმების რესტრუქტურიზაციის ქართული რეფორმას, რომელიც  რეგიონში მისაბაძ დაწარმატების ნიმუშად დასახელდა. ფონდი მიიჩნევს, რომ ჩვენმა მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები საჯარო და ფისკალური სექტორის გასამყარებლად. რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის შესახებ ახალი კანონის მიღებით, ფისკალური წესების შემუშავებით, გამარტივებული საგადასახადო წესებითა დაფისკალური რისკების ანალიზისა და რეპორტინგის ხარისხის გაუმჯობესებით“ - წერს ოთარ ანგურიძე.


თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენლის შეფასებით, მსგავსი ტიპის საერთაშორისო აღიარებები ხაზს უსვამენ საქართველოს რეფორმების სისწორესა და მხარდაჭერას ჩვენი ეკონომიკურიპოლიტიკის მიმართ, რაც წარმოაჩენს საქართველოს რეგიონში, როგორც ეკონომიკურად მოწინავე სახელმწიფოს და მიმზიდველს ხდის საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტორების თვალში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up