“სტატისტიკური მონაცემების დაზუსტების შემდეგ ეკონომიკური ზრდა 29.9% დაფიქსირდა. დაზუსტებული მცირე ზრდის მაჩვენებელი იმდენად არ არის საინტერესო, რამდენადაც მყარად დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი მაღალია არამარტო გასულ წელთან შედარებით, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებითაც (5.7%), როცა ეკონომიკის განვითარება ხდებოდა სტაბილურად. მიმდინარე მაჩვენებლები კი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა კრიზისიდან გამოსვლა და დაიწყო სწრაფი ტემპებით განვითარება,” - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ.
მისი თქმით, 2021 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მიუთითებს ისეთი დარგების ზრდა, როგორიცაა: ვაჭრობა (15,9%), დამამუშავებელი მრეწველობა (11.6%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6%), მშენებლობა (8.6%), სოფლის მეურნეობა (7.8%) და სხვა.
„მიმდინარე წელს მას შემდეგ რაც შეზღუდვები მოიხსნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულზეა გასული და ბოლო მონაცემებით ივლისი თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 9.9% შეადგინა. ხოლო, იანვარ-ივლისის საშუალო ზრდამ 12,2% შეადგინა. რაც, საპროგნოზო მაჩვენებელზე ოთარ ანგურიძე: საკმაოდ მაღალია და ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლოა წლის ბოლომდე უფრო კარგ შედეგებზეც გავიდეთ. რაც სავსებით რალურია, იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად უმჯობესდება ეპიდემიური ვითარება და ამასთან, სახელმწიფოს დაანონსებული აქვს ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტები, რომელთა უმეტესობაც ჯერ არ ამოქმედებულა ან ეხლა შედის მოქმედებაში.