ოთარ ანგურიძე: ვაქცინაციის კვალდაკვალ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო თვეებშიც ზრდის ტენდეცია გაგრძელდება და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად მოახდენს აღდგენას

ოთარ ანგურიძე: ვაქცინაციის კვალდაკვალ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო თვეებშიც ზრდის ტენდეცია გაგრძელდება და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად მოახდენს აღდგენას

access_time2021-04-29 21:00:00

საქართველოს ეკონომიკამ 1 წლიანი პაუზის შემდეგ დაიწყო პოზიტიური ტენდენციები და მარტის თვეში წინასწარი მონაცემებით ეკონომიკურ ზრდამ 4% შეადგინა. მაშინ როდესაც პანდემიის მართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჯერ კიდევ ძალაშია და მოქმედებს ე.წ. კომენდატის საათიც. აღსანიშნავია, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია არათუ მხოლოდ 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, როცა კორონა ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების პირველი ეტაპი ამოქმედდა, არამედ 2019 წლის მარტის თვის მაჩვენებელსაც აღემატება, - ასე შეაფასა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ქვეყნის 2021 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.


ექსპერტის განცხადებით, ცალსახაა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია რამდენიმე ფაქტორმა. მათ შორის, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რომელიც მარტის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა 21,5%-ით, ხოლო ახალარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა გაიზარდა 18%-ით.


ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდა ისეთ სექტორებში, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულები ტურიზმის სექტორთან, როგორიცაა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; ტრანსპორტი. ასევე, ზრდა ფიქსირდება: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; დამამუშავებელი მრეწველობა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; წყალმომარაგება და სხვა. „ეკონომიკური პოზიტიური ზრდის მაჩვენებლის ფორმირებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა მთავრობისა და კერძო ბიზნესის კოორდინირებულმა მუშაობამ. როდესაც ბიზნესი ახერხებს ფუნქციონირებას შეზღუდვების პარალელურად. ვაქცინაციის კვალდაკვალ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მომდევნო თვეებშიც ზრდის ტენდეცია გაგრძელდება და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად მოახდენს აღდგენას და ამ თვალსაზრისით რეგიონში გახდება მოწინავე ქვეყანა,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.



imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up