ოთარ დანელია ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ოთარ დანელია ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

access_time2021-08-10 12:50:45

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 


ის უხელმძღვანელებს ისეთი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, როგორიცაა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო.


ოთარ დანელიას სხვადასხვა წლებში წამყვანი თანამდებობები ეკავა სამთავრობო უწყებებში. მათ შორის, 2014 – 2016 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო 2016 – 2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ოთარ დანელიას სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა.



ოთარ დანელიას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის“ სპეციალობით, აგრეთვე მინიჭებული აქვს ევროპის მართვის სკოლაში - ESM (საქართველო) – IT MBA - ში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში - აღმასრულებელი MMA - ის წოდება (მაგისტრის ხარისხი მართვის ანალიტიკის მიმართულებით). აგრეთვე დამთავრებული აქვს ECA აკადემიაში (აშშ), 2020 ჰარვარდის პროფესიონალური განვითარების პროგრამა - ბიზნესის უწყვეტობის ხელშეწყობა კრიზისულ პერიოდში.


ოთარ დანელია არის 56 სამართლებრივი აქტის ავტორი და ინიციატორი, მათ შორის: ორგანული კანონი „სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ”; კანონი „ქართული ღვინისა და ვაზის შესახებ”; კანონი „საქართველოს აგროტურიზმის შესახებ”, აგრეთვე ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up