ოთარ შამუგია: 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ოთარ შამუგია: 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

access_time2022-04-14 18:50:04

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლის გაზრდის მნიშვნელობაზე, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.


მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება ბიზნესოპერატორთა ცნობიერებაც. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს , როგორც ცხოველთა დაავადებების, აგრეთვე მცენარეთა მავნებლების გავრცელების თავიდან აცილებას.


სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების (თურქული, ჯილეხი, ცოფი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტი და ა.შ) საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღსანიშნავია, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) დადებითად შეაფასა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები და მიღწეული პროგრესი.


სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირებისა და მოსავლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის კონტროლი, პრევენცია, ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, გლობალური დათბობის ფონზე შეინიშნება საკარანტინო მავნებლების პოპულაციების მკვეთრი მატება. „პრობლემის დასაძლევად ყოველწლიურად ხორციელდება მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რომლებიც ეხმარება ფერმერებს მოსავლის შენარჩუნებაში. ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფერმერებმა მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს, რამაც განაპირობა თხილის ექსპორტის ზრდა. 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (24 ათასი ტონა), ექსპორტირებული თხილის უდიდესი ნაწილი გადის (69%) ევროკავშირის ბაზრებზე, ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი და სხვა”,-აღნიშნა ოთარ შამუგიამ.



ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up