ოთარ შამუგია – „ახალი პროგრამა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება“

ოთარ შამუგია – „ახალი პროგრამა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება“

access_time2022-08-29 20:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ შესახებ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განმარტება გააკეთა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს ვაშლის უხვი მოსავალია, დაახლოებით, 120 000 ტონის ფარგლებში და მნიშვნელოვანია, რომ აღება-დაბინავების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ორგანიზებულად ფერმერებმა უნდა შეძლონ მოსავალი სრულად დააბინაონ.



„სახელმწიფო ახორციელებს არაერთ პროგრამას, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის დაფინანსებისთვის და ხელშეწყობისთვის, მათ შორის არის „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 1700 ჰა ახალი ვაშლის ბაღია გაშენებული ქვეყანაში. ეს არის ინტენსიური ბაღები, რომელშიც მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ეს ბაღები, მომავალი წლების განმავლობაში, მოგვცემენ ხარისხიან მოსავალს და ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ძველი ბაღები. ასეთ პროდუქციას არა აქვს რეალიზაციის არანაირი შეფერხება და მისი რეალიზაციაც შესაბამის ფასებში განხორციელდება. რაც შეეხება უშუალოდ ახალ პროგრამას; პროგრამის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ, მიმდინარე წელს, დაახლოებით, 40 000-დან 50 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება მოგვიწევს მოსავლიანობიდან გამომდინარე. თითოეული საწარმო, რომელიც მიიღებს ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს და გადაუხდის მას არანაკლებ 24 თეთრს ერთ კილოგრამზე გადაანგარიშებით, სახელმწიფოსგან მიიღებს სუბსიდიის სახით 10 თეთრის ოდენობით მხარდაჭერას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება და მოხდეს მისი გადამუშავება. დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული პროცესში, რომლებიც ნედლეულის სახით გამოიყენებენ აღნიშნულ პროდუქციას და მიიღებენ ვაშლის კონცენტრირებულ წვენს, ხილფაფებს და სხვა პროდუქციას, რომლის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე, მათ შორის, ევროკავშირში. რა თქმა უნდა, მთლიანი ჯაჭვის მუშაობა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია დარგის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.




მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 30 აგვისტოდან, ფუნქციონირებას დაიწყებს შტაბი, რომელშიც ჩართული იქნებიან სოფლის განვითარების სააგენტოს, ასევე სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, რათა მაქსიმალურად კოორდინირებულად იქნეს პროცესი წარმართული და თითოეულმა ფერმერმა შეძლოს სრულად დააბინაოს მოსავალი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up