ოთარ შამუგია ბაქოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ოთარ შამუგია ბაქოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

access_time2022-05-07 12:45:33

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბაქოში გამართულ მინისტერიალის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ქიუ დონგუსს შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა FAO-სა და საქართველოს მთავრობას შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას.

ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში საქართველოს მთავრობის მუდმივი მხარდაჭერისათვის.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ FAO-ს მხარდაჭერით. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გამორჩეულია და, ვფიქრობ, ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო FAO-ს და საქართველოს ერთობლივი მიღწევების მნიშვნელობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით.


„ ENPARD-ის ფარგლებში, FAO-ს მიერ განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ხელშეწყობასა და საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას. FAO-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით მზარდი პროგრესი სახეზეა. მნიშვნელოვანია, კონკურენტუნარიანი პროდუქციის ხარისხის ზრდისა და შენარჩუნების ტენდენცია. მისივე თქმით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ტექნიკური და მეთოდოლოგიური მიმართულებით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

FAO-ს გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ოთარ შამუგიას სოფლის მეურნეობის სამინისტროში 16 წლიან სამუშაო გამოცდილებას.

„თქვენი წინსვლა პროფესიული კარიერის ჩამოყალიბების ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას”,- აღნიშნა ქიუ დონგუსმა.

სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ ENPARD IV-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, FAO საქართველოში განახორციელებს ფართომასშტაბიან პროექტს, რომლის სრული ღირებულება 10 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up