ოთარ შამუგია: ბიოსფერული რეზერვატი საშუალებას მოგვცემს დავიცვათ და შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური, ბუნებრივი სიმდიდრე და ამავე დროს, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის,  მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის

ოთარ შამუგია: ბიოსფერული რეზერვატი საშუალებას მოგვცემს დავიცვათ და შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური, ბუნებრივი სიმდიდრე და ამავე დროს, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის

access_time2022-02-22 15:40:00

სამხრეთ კავკასიაში პირველი ბიოსფერული რეზერვატი საქართველში დაარსდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


საქართველოში ბიოსფერული რეზერვატების ნომინაციის შექმნისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მომზადდა და მთავრობის სახელით, UNESCO-ს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო” სამდივნოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარუდგინა.



ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.



„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება (სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი თუშეთში და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში). ეს იქნება იუნესკოს მიერ აღიარებული ტერიტორიები.



ევროპის არაერთი ქვეყნის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ბიოსფერული რეზერვატების სწორი მართვით, ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულ სარგებელს იღებს. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში წარმოებულ აგროპროდუქციაზე კი, მსოფლიოში სულ უფრო მზარდი მოთხოვნაა. რეზერვატების არსებობა ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პირობაც არის“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.




გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირს, გერმანიის მთავრობას, მიხაილ ზუკოვის ფონდს და კავკასიის რეგიონულ ცენტრს (REC caucasus) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ, ბიოსფერული რეზერვატი საშუალებას მოგვცემს დავიცვათ და შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური, ბუნებრივი სიმდიდრე და ამავე დროს, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.



,,ვფიქრობ, ეს არის ისტორიული დღე, რადგან UNESCO-ში წარდგენილია ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ეს არის სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად რამდენიმეწლიანი შრომის შედეგი, რომელიც უახლოვდება იმ მომენტს, როდესაც შემდეგი ნაბიჯის გადადგმის დრო დგება. შეიძლება ითქვას, რომ ბიოსფერული რეზერვატი პირველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც. ვხედავთ, რომ ეს არის რეალური მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება - სასიცოცხლო საშუალება მოსახლეობისთვის, რომლებიც სარგებელს იღებენ გარემოდან გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.



ბიოსფერული რეზერვატი მოდელური რეგიონია, რომელიც ხელს უწყობს მდგრად რეგიონულ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ის ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით. ბიოსფერული რეზერვატი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად.



ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანი ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის სადემონსტრაციო მოდელის დაარსებით, კახეთის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.



ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის, კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up