ოთარ შამუგია: „ჩვენ ფერმერებს  ვეხმარებით ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში“

ოთარ შამუგია: „ჩვენ ფერმერებს ვეხმარებით ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში“

access_time2022-03-31 13:50:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოში იმყოფება. მინისტრმა, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ლურჯი მოცვის თანამედროვე ბაღი დაათვალიერა.


,,ყველა პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მიმართულია ფერმერების ხელშეწყობისთვის, რათა აწარმოონ მაღალხარისხიანი პროდუქცია. ჩვენ მათ ვეხმარებით ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან, დასრულებული მარკეტინგით და ბაზრებზე წვდომით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვიმყოფებით მეურნეობაში, სადაც, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფერმერმა განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია,

დაახლოებით, მილიონ შვიდასი ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს და ფერმერის თანამშრომლობის კარგ მაგალითს. ფერმერმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პროგრამაში - დანერგე მომავალი, შეღავათიანი აგროკრედიტი, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამა, ტექნიკური დახმარების პროგრამა და შეძლო ძალიან კარგი მეურნეობის შექმნა. აქ მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული, სეზონზე კი, კომპანია 150 ადამიანს ასაქმებს. ეს მიდგომები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ქვეყანაში ვაწარმოოთ მეტი პროდუქცია, დავასაქმოთ მეტი ადამიანი, გავაძლიეროთ ჩვენი სოფელი და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი გავხადოთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით სამეგრელოში მრავალი თანამედროვე ბაღი გაშენდა, რაც რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას აძლიერებს. ეს მეურნეობები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არსებული წარმატებული ურთიერთობის მაგალითია.
კომპანიამ „ვესტ ბესტ ბლუბერი პლანტ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 35 ტონა მოცულობის სამაცივრო მეურნეობა მოაწყო. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.
კომპანიამ ლურჯი მოცვის გაშენებისა და სამაცივრო მეურნეობის მოწყობისთვის, ჯამურად 1.7 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 500 000 ლარს აღემატება.


კომპანიამ პროგრამით „დანერგე მომავალი“ 8 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის თანადაფინანსება 115 000 ლარზე მეტი მიიღო. სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამით ლურჯი მოცვის ბაღში საერთაშორისო სტანდარტის Global Gap დანერგვის პროცესი დაიწყო. კომპანია ასევე ფლობს სასათბურე მეურნეობას, სადაც 750 კვ. მ-ზე ლურჯი მოცვია გაშენებული.



კომპანიამ „ვესტ ბესტ ბლუბერი პლანტ“ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამით, 23 000 ლარზე მეტი ღირებულების მულჩერი და ჰერბიციდის შემასხურებელი დანადგარი შეიძინა, საიდანაც 8 000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up