ოთარ შამუგია: „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება“

ოთარ შამუგია: „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება“

access_time2022-10-03 23:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ, პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ჩვენ ზრდა გვაქვს, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ყველა პროგრამაში: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება და, რა თქმა უნდა, აგროსასურსათო პროდუციის პოპულარიზაციის მიმართულება, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ბიუჯეტის ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ყველა ამ პროექტში, დაფინანსების ყველა მექანიზმში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ფერმერებს და მეწარმეებს, არის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა ბაღების გაშენებაზე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაზე. აგროკრედიტის პორტფელი 1 300 000 000 ლარის ფარგლებშია. ბიუჯეტი იზრდება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაგრძელდება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, 10 მლნ ლარია გათვალისწინებული. მთავრობა იმსჯელებს და დაფინანსების მექანიზმებთან დაკავშირებით მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ მცირე ფერმერები, რომელთაც არ აქვთ დიდი მიწის ნაკვეთები, გაერთიანდნენ და ერთობლივად შეიძინონ ტექნიკა. სახელმწიფო კი მათ თანადაფინანსების სახით დაეხმარება.




ოთარ შამუგიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ ახალ პროგრამაზეც ისაუბრა.



„ჩვენ ვიწყებთ, ეგრეთ წოდებულ, „ლიდერ” (LEADER) პროგრამას, რომელიც ევროკავშირთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად შევიმუშავეთ. ეს არის ევროპული დაფინანსების პრინციპი სოფლის განვითარებისთვის. პროცესში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორი. ამ ჯგუფების ერთობლივი წინადადებების საფუძველზე, მოხდება კონკრეტული პროექტების დაფინანსება. ეს არის სრულად ევროპული მოდელი. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, 1 მლნ ლარია გათვალისწინებული. ჩვენ დავაკვირდებით პროგრამის განვითარებას და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მინისტრმა.



ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი იზრდება გარემოს დაცვის მიმართულებითაც. მთლიანობაში, შარშანდელ წელთან შედარებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ბიუჯეტის დაახლოებით, 18 %-იანი ზრდაა.



„იზრდება დაფინანსება ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, ასევე გაიზრდება დაცული ტერიტორიების ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მოწყობისთვის და დაცულ ტერიტორიებზე მეტი ვიზიტორის მოზიდვისთვის. დაფინანსება გაიზრდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიმართულებით. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, ფაქტობრივად, არ რჩება პროგრამა, სადაც წლევანდელ წელთან შედარებით, დაფინანსების მცირედით ან დიდი ზრდა არ გვქონდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას გარკვეულ ახალ ინიციატივებზე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up