ოთარ შამუგია გერმანიის ელჩს შეხვდა

ოთარ შამუგია გერმანიის ელჩს შეხვდა

access_time2022-03-14 14:30:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით მრავალი წელია ახორციელებს და აღნიშნა, რომ მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.



,,ახლა, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკვე გააკეთა, ბევრი მიმართულებით მოგვიწევს ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, რაშიც გერმანიისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, სწრაფად ვიაროთ წინ, დავუახლოვდეთ ევროპას და გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპის, აშშ-ის და სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე. გერმანია ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისასალმებელია, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში ყოველწლიურად იზრდება“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.




გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ოთარ შამუგიას მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ გერმანულ მხარეს სამინისტროსთან დიდი ხნის და კარგი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ საქართველოში გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, სატყეო სექტორისა და დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up