ოთარ შამუგია: „მდგრადი განვითარება დადებითად აისახება გარემოსა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე“

ოთარ შამუგია: „მდგრადი განვითარება დადებითად აისახება გარემოსა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე“

access_time2022-03-02 15:00:00

ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მე-6 კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს განსაზღვრული და ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა წარვმართოთ. საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. მნიშვნელოვანი იყო ნარჩენების მართვის კოდექსისა და მის ფარგლებში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღება. ცირკულარულ ეკონომიკაზე წარმატებით გადასასვლელად ყველა ჩვენგანის აქტიური მონაწილეობაა საჭირო. აუცილებელია ხელისუფლების ყველა რგოლის, კანონმდებლების, ბიზნესის, საფინანსო და საგანმანათლებლო დარგების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. გარდა იმისა, რომ მდგრადი განვითარება დადებითად აისახება გარემოსა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მეექვსე კონფერენციის მონაწილეებმა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისთვის განათლების როლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის, მათ შორის, სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გადამზადების პროცესში.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა გარდაუვალი პროცესია. ამ პროცესის ხელშეწყობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თაოსნობით, შეიქმნა საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ეს იქნება გარკვეული შერბილება რესურსების ზეწოლაზე. ამ მხრივ ახალი ინიციატივები და ახალი მიმართულებები ეკონომიკის პოტენციალს უფრო თვალნათელს გახდის.



კონფერენციაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.


პროგრამა, რომელსაც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებს, მიზნად ისახავს ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას და დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის რეკომენდაციების მიწოდებას. ამ პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული მე-6 კონფერენციაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეკომენდაციები გაიცა, თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროგრამებში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინება და ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე ცნობიერების ამაღლება.


ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-6 კონფერენციაზე პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ პრეზენტაცია ბუნების მკვლევართა კავშირის საერთაშორისო კონსულტანტმა დარიუს პრასეკმა გააკეთა. შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩის მოადგილე ერიკ ილესი, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ზაზა მარუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი და საქართველოს სახელმწიფო და 35 კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up