ოთარ შამუგია „რუსთავის აზოტის“ საწარმოში იმყოფებოდა

ოთარ შამუგია „რუსთავის აზოტის“ საწარმოში იმყოფებოდა

access_time2022-10-15 12:15:07

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქ.რუსთავში იმყოფებოდა, სადაც „რუსთავის აზოტსა” და „აზოტმჟავას კლიმატის ცვლილებების სამოქმედო ჯგუფის“ – „ნაკაგის“ ოფიციალურ წარმომადგენელს - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თანამშრომლობას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს აღნიშნული ჯგუფის წევრ ქვეყნებში აზოტმჟავას მწარმოებლების აღჭურვას კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ქვეჟანგის (N2O) მშთანთქმელი ტექნოლოგიით, რითაც ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების შემცირება მოხდება. გერმანიის მთავრობა უზრუნველყოფს პროექტში მონაწილე ქვეყნების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.



„ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გარემოზე ზრუნვა. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და პროცესს აქტიურად ვაგრძელებთ. გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით, „რუსთავის აზოტში“ მნიშვნელოვანი პროექტი იწყება. გერმანიის მთავრობა დაეხმარება რუსთავის აზოტს, დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას მოგვცემს, შევასრულოთ კლიმატის ცვლილების ფარგლებში გაეროს წინაშე აღებული ვალდებულებები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რუსთავში, სამრეწველო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გავაუმჯობესოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა“ ,- განაცხადა ოთარ შამუგიამ



საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ.




„ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა, არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ „რუსთავის აზოტის“ საქმიანობის გავლენა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე და კლიმატის ცვლილებაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროექტი, რომელიც საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენებასა და მთელი საწარმოო ციკლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს, არის უპრეცედენტო ქართულ რეალობაში. ვფიქრობ, ეს იქნება ნათელი მაგალითი ყველა კომპანიისთვის, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, დონორების მხრიდან შეუძლიათ მიიღონ სათანადო დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ დაგეგმილი საწარმოო პროცესების მართვის ციკლი იქნება თანამედროვე და ექნებათ სურვილი, მოექცნენ სწორი გარემოსდაცვითი მმართველობის ფარგლებში“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
გერმანიის მთავრობა ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესში რუსთავის აზოტის საწარმოს 2 მილიონი ევროს ღირებულების გრანტით დაეხმარება, რათა ჰაერში გაფრქვევები შემცირდეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებლის დაცვის ფედერალური სამინისტრო პროექტის ღირებულებას 50%-მდე დააფინანსებს, დანარჩენს კი თავად „რუსთავის აზოტი“.



აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტის“ ქარხანამ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემა გამართა და მონიტორინგის შედეგებს უწყვეტ რეჟიმში აწვდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავში, ნებისმიერ საწარმოში საწარმოო პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი და ახალი ინვესტიცია ქალაქის ინტერესს ემსახურება. რუსთაველების მთავარი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.



გერმანელმა სპეციალისტებმა აზოტმჟავას საამქროში განახორციელეს მონიტორინგი აზოტის ქვეჟანგის (N2O) ემისიების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. შედეგად, ქარხანას მიღებული აქვს ემისიების შემცირების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. საბოლოოდ, ტექნიკურ ეკონომიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა შესაბამისი ემისიების ჩამჭერი ტექნოლოგიის დეტალები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up