ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

access_time2022-04-19 12:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.



როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის პროექტი, რომელიც სამინისტრომ კომპანიასთან „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ერთად განახორციელა, შესაძლოა, ამავე კომპანიასთან თანამშრომლობით კვლავ გაგრძელდეს.



საუბარი შეეხო ქვეყნების მიერ მდინარე მტკვრის წყლის რესურსის მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი კანონპროექტია მომზადებული, რომელიც ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის და სააუზო მართვის საკითხებს დაარეგულირებს.




ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანის მხარესთან დაცული ტერიტორიების მიმართულებით. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დაფინანსებით, წარმატებით ხორციელდება ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს პროექტი (TJS), რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას.



მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან საქართველოსთვის 83 ქურციკის გადმოცემისთვის. ვაშლოვანის ეროვნულ პარკში და სამუხის ველზე პოპულაციის რიცხოვნობა დღეისთვის უკვე 200 ინდივიდს აჭარბებს. ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. ელჩმა ფაიგ გულიევმა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარე გარკვეული რაოდენობის ქურციკების საქართველოსთვის გადმოცემას კვლავ გეგმავს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.



შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა 6 მაისს, ქ. ბაქოში დაგეგმილ მინისტერიალის „სოფლის მეურნეობის გაციფრულება“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ აღნიშნული ღონისძიება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მინისტერიალში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე მინისტრი, მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.



შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up