ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების მართვის დეპარტამენტის ასოცირებულ ვიცეპრეზიდენტს, დონალდ ბრაუნს შეხვდა

ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების მართვის დეპარტამენტის ასოცირებულ ვიცეპრეზიდენტს, დონალდ ბრაუნს შეხვდა

access_time2022-10-12 16:20:29

ქ.რომში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ინტერვენცია მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებით.


„დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთობლივმა პროექტმა ნათლად დაგვანახა მეცხოველეობის სექტორის მხრიდან დიდი ინტერესი და მზარდი მოთხოვნა დამატებით ფინანსურ რესურსზე; გვაჩვენა სექტორის მზაობა, რომ მეტი თანხები აითვისონ, რათა შეძლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რძისა და რძის პროდუქტების წარმოება და გარდაიქმნან კომერციულ მეურნეობებად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება, როგორც რძის პირველადი მწარმოებლებისთვის, ასევე, რძის გადამმუშავებლებისთვის, ვეტერინარული სერვისის მომწოდებლებისა და საკვების მწარმოებელთათვის. ეს საქმიანობები, გარკვეულწილად, მიმდინარე პროექტის ფარგლებშიც ხორციელდება და მასზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოთარ შამუგიას განცხადებით, მაღალხარისხიან ქართულ პროდუქტს დიდი შესაძლებლობები აქვს საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის.


როგორც დონალდ ბრაუნმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო საინტერესო შესაძლებლობების ქვეყანაა. მიმდინარე პროექტები ხელს უწყობს ევროკავშირის ბაზარზე ქართული აგროსასურსათო პროდუქტის დამკვიდრებას. IFAD შესაძლებლობების ფარგლებში გააგრძელებს საქართველოში დარგის განვითარების მხარდაჭერას.



„დღევანდელ მსოფლიოში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში, ინტეგრირებული სამინისტრო სწორედ ამის საშუალებას იძლევა; მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარება და ბალანსის მოძებნა და ამ მიმართულებით თქვენი მთავრობა მუშაობს”, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების მართვის დეპარტამენტის ასოცირებულმა ვიცეპრეზიდენტმა, დონალდ ბრაუნმა.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს გაწეული საქმიანობისთვის და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე სურგულაძე, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ევროპის რეგიონალური დირექტორი დინა სალეჰი ესწრებოდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up