ოთარ შამუგია: „თხილის ახალი პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ უკეთესი მოსავალი, უკეთესი ხარისხის თხილი გვქონდეს და თითოეულმა ოჯახმა მეტი შემოსავალი მიიღოს“

ოთარ შამუგია: „თხილის ახალი პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ უკეთესი მოსავალი, უკეთესი ხარისხის თხილი გვქონდეს და თითოეულმა ოჯახმა მეტი შემოსავალი მიიღოს“

access_time2022-11-16 17:00:00

,,დღეს ჩვენი აქ შეკრების მიზეზი ახალი სახელმწიფო პროგრამის თქვენთვის გაცნობაა. ჩვენი მეთხილე ფერმერების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ფაროსანამ და მიმდინარე წელს კი, დამატებით, ამინდებმა დააზარალა, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა შეიქმნა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მეთხილე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა მთავრობის პრიორoტეტია. იმისათვის, რომ ქვეყანაში ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება იყოს მუდმივად მზარდი, ფინანსდება არაერთი სახელმწიფო პროექტი. ყველა პროექტის შემუშავების დროს კი, სრულად არის გათვალისწინებული დარგში არსებული გამოწვევები და ჩვენი ფერმერების საჭიროებები.



„ერთ-ერთი აგროკულტურა, რომლის მასშტაბური წარმოების და ექსპორტის პოტენციალიც საქართველოს აქვს, არის თხილი. 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 47 ქვეყანაში 24 000 ტონა თხილი იყო ექსპორტირებული. ექსპორტის უდიდესი წილი კი, ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



მინისტრმა დარგში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და სახელმწიფოს მხრიდან ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი.




,,თქვენ იცით, რომ, 2017 წელს, აზიურმა ფაროსანამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა დარგს. სახელმწიფომ მყისიერად იმოქმედა - შეიქმნა შესაბამისი პროგრამა, გამოიყო დაფინანსება ბიუჯეტიდან, დაგვეხმარნენ დონორები და ჩვენ დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებები ამ მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით შევძელით, რომ 2019 წლიდან თხილის წარმოება გაზრდილიყო", - აღნიშნა მინისტრმა.



ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა ახალი სახელმწიფო პროგრამის შესახებ და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა თხილის მოვლის ღონისძიებებზე არის მიმართული.



,,პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ უკეთესი მოსავალი, უკეთესი ხარისხის თხილი გვქონდეს და, რა თქმა უდნა, მეტი შემოსავალი მიიღოს თითოეულმა ოჯახმა. პროგრამის ფარგლებში, ვაფინანსებთ 0,2-დან 3 ჰექტრის ჩათვლით თხილის ბაღის მქონე ფერმერებს, ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით. ჩვენ კონსულტაციები გვქონდა დარგის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა სრულად საკმარისია თხილის მავნებლებისა და სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლის შესაძენად. აქვე მინდ აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვქონდა სრული ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ფართობზე გვაქვს თხილის ბაღები გაშენებული. ახალი პროექტის ფარგლებში, 150 ადგილობრივი ახალგაზრდა გადავამზადეთ. ახლა ისინი აქ არიან, ჩვენთან ერთად. მოგესალმებით და გვიხარია, რომ ამ ძალიან კარგ საქმეს ემსახურებით. ახალგაზრდები ახორციელებენ ჩვენი ფერმერების რეგისტრაციას, შესაბამის კადასტრის სისტემაში. ჩვენ გვექნება, ფაქტობრივად, სრული ბაზა თითოეული ფერმერის, თხილის ბაღის ფართობის, ჯიშის შესახებ და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up