ოთარ შამუგია: „ვიწყებთ პროგრამას, რომლის მიზანია, მცირემიწიან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში დავეხმაროთ“

ოთარ შამუგია: „ვიწყებთ პროგრამას, რომლის მიზანია, მცირემიწიან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში დავეხმაროთ“

access_time2022-04-18 15:00:00

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა დღეს მთავრობის მიერ მიღებული ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად - დამტკიცდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია მცირემიწიან ფერმერებს დავეხმაროთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ, ფერმერების მხარდასაჭერად, კიდევ ერთი პროგრამა ამოქმედდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, მსხვილ ფერმერებს საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი უფინანსდებათ.


„ფერმერებს ვეხმარებით საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხების პროცენტის სუბსიდირებაში - 9%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში, ძალიან მცირე ხნის განმავლობაში, 22 მარტიდან დღემდე, ისარგებლა ძალიან ბევრმა ბენეფიციარმა, გაცემულია 20 მლნ ლარზე მეტი სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფერმერები აქტიურად სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამით და ჩართულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანის პროცესში; ეს ნიშნავს მეტ დამუშავებულ ფართობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ მცირემიწიან ფერმერებს შედარებით ნაკლებად აქვთ წვდომა შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე, აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როცა გაზრდილია ფასები სასუქებზე, პესტიციდებზე და სხვა საქონელზე, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, პრემიერის გადაწყვეტილებით, ფერმერები მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. დამეთანხმებით, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება და შესაძლებლობას მისცემს, აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მიიღონ შემოსავალი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. ახალი პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1 ჰა -ზე 300 ლარით. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება სპეციალურ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ბენეფიციარების აგრობარათებით უზრუნველყოფას მოახდენს სს „ლიბერთი ბანკი“. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.

 ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up