ოთხი ბიზნესასოციაცია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს

ოთხი ბიზნესასოციაცია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს

access_time2023-03-01 19:30:41

ოთხი ბიზნეს ასოციაცია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, შეჩერდეს კანონპროექტის მიღება იქამდე, ვიდრე ვენეციის კომისია შეფასებას არ გააკეთებს. წერილის ადრესატად მონიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

 


ბატონო სპიკერო,

 

მოგმართავთ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის, ევროპის ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და გერმანიის ბიზნეს ასოციაციის სახით წარმოდგენილი ქართული და საერთაშორისო ბიზნესები და ინვესტორები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია.

 

მოგეხსენებათ, ეს კანონი მოითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას „უცხო ძალებისგან,“ დარეგისტრირდნენ „უცხოური გავლენის აგენტებად“. გვაშფოთებს ის, რომ ეს კანონი უარყოფით აღქმას ჩამოაყალიბებს უცხოური მხარდაჭერის პროგრამებზე, შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და დააზიანებს საინვესტიციო გარემოს.

 

პირველ რიგში, ორგანიზაციებისთვის „უცხოური გავლენის აგენტის“ სახელის მინიჭება მათ ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს. თუმცა, საქართველოს ისეთი პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტები, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და მრავალი სხვა, ემსახურებიან ქვეყნის განვითარების მხარდამჭერ უამრავ საკეთილდღეო საქმეს ეკონომიკაში, განათლებაში, საჯარო პოლიტიკაში და სხვა სფეროებში. ამ პროექტებზე უარის თქმა დიდად დააზარალებს ქვეყანას.

 

მეორე - აშკარად ჩანს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და, შესაბამისად, ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.


 

მივესალმებით პარლამენტის განცხადებას, რომ ის არ მიიღებს ამ კანონს ვენეციის კომისიის შეფასების მიღებამდე, მაგრამ ვშიშობთ, რომ კანონპროექტი ამ დროისათვის განხილვის ისეთ ეტაპზე იქნება, რომ უკვე შეუძლებელი გახდება მასში ძირეული ცვლილებების შეტანა. ამიტომ მოგიწოდებთ, შეაჩეროთ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი ვენეციის კომისიისგან დასკვნის მიღებამდე.

 

მესამე - გვაშფოთებს ის, რომ ყველანაირი უცხოური ჩართულობისთვის დამაზიანებელი იარლიყის მიკერებით, კანონმა შეიძლება ხელი შეუშალოს უცხოურ ინვესტიციებს. დარწმუნებულნი ვართ, კარგად აცნობიერებთ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხოურ ინვესტიციებსა და ცოდნას, რომელიც მათ მოჰყვება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. კანონები, რომლებიც ავიწროებენ უცხოელებს, დააბრკოლებენ ინვესტიციებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ მოვისმინეთ ორი ძირითადი განმარტება ამ კანონის აუცილებლობის თაობაზე.

 

პირველი ეხება პოტენციურად მავნე, განსაკუთრებით კი - დეზინფორმაციის გამავრცელებელი უცხოური სუბიექტების მონიტორინგს. თუ მართლაც ეს არის მიზანი, ვფიქრობთ, კანონი მკაფიოდ უნდა იყოს მიმართული ისეთი უცხოური სუბიექტებისადმი, რომლებიც მიზანმიმართულ ზიანს აყენებენ საქართველოს.

 

მაგალითად, ეს კანონპროექტი რომ მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალების მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდეს, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს სრულიად გონივრული იქნებოდა. მეორე, განმარტებით კანონი საჭიროა უცხოელი ლობისტების გასაკონტროლებლად, როგორც ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ შემთხვევაში, საქართველოს კანონი უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ სუბიექტებზე, რომლებიც მუშაობენ უცხო ძალის წარმომადგენლებად. ამერიკული კანონი ვრცელდება ექსკლუზიურად მხოლოდ ლობისტებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და იურიდიულ ფირმებზე, რომლებსაც უცხოური ძალები ქირაობენ თავიანთ აგენტებად. ის არ ვრცელდება სხვა არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, რომლებიც იღებენ დაფინანსებას თავიანთი ჩვეულებრივი საქმიანობის მხარდასაჭერად. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გარედან დაფინანსებულ ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება ბავშვებს ან მუშაობს ადამიანის უფლებებზე, არ მოეთხოვება მსგავსი რეგისტრაცია.

 

მოგეხსენებათ, როგორც ბიზნეს ორგანიზაციები, ძალიან იშვიათად ვაკეთებთ კომენტარს საჯარო პოლიტიკის საკითხებზე. ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ მკვეთრად აპოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მთავრობასთან და პარლამენტთან მთელ რიგ საკითხებზე. ამჯერად საჯაროდ ვსაუბრობთ მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან გვაშფოთებს ამ ახალი კანონპროექტის პოტენციური ნეგატიური გავლენა, განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.

 

ჩვენ სიამოვნებით შევუერთდებით თქვენ მიერ შექმნილ ნებისმიერ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იმსჯელებს ამ საკითხების გარშემო, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

 

ირაკლი ბაიდაშვილი- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი;

ზვიად ჭუმბურიძე - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი;

ჯონ ბრაეკეველდტი - ევროპული ბიზნესასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;

საშა ტერნესი - გერმანული ბიზნესასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.



Bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up