Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა Linkedin-ზე თავისი სტუდენტობის, ჰარვადის 1974 წლის რეზიუმე გააზიარა. “ მნიშნველობა არ აქვს კურსდამთავრებული ხარ თუ გამოდგებული - ამბობს იგი - დარწმუნებული ვარ შენი რეზიუმე გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე ჩემი 48 წლის წინანდელი“.
ეს დოკუმენტი რეზიუმეზე მეტად ესეს ჰგავს, რომელშიც აბზაცები სტანდარტულად და მოწესრიგებულად არის დაწერილი. ალბათ ძველი საბეჭდი მანქანისა და უცნაური შრიფტის გამო, დღეს ეს რეზიუმე უფრო უცნაური მოგეჩვენებათ.
ბილ გეიტსი მხოლოდ 18 წლისა იყო, როცა ეს რეზიუმე შექმნა. იმ დროს, ახალგაზრდა სტუდენტს Harvard-ის დატოვებისა და Microsoft-ის დაფუძნებიდან სულ რაღაც ერთი წელი აშორებდა. უჩველობის მიუხედავად, ამ დოკუმენტში კარგად ჩანს ბილ გეიტსის შთამბეჭდავი მიღწევები: იგი, სრულად არის დაუფლებული კომპიუტერული პროგრამირების მრავალ ენას და აქვს პროექტების მართვის დიდი გამოცდილება.
მიუხედავად ამისა, მის რეზიუმეში რამდენიმე შეცდომა იყო, რომელთა გათვალისწინებასაც ექსპერტები გვირჩევენ.
ოთხი შეცდომა, რომელიც ბილ გეიტსმა საკუთარი რეზიუმეს გაკეთებისას დაუშვა:
პირადი ინფორმაცია - წონა, სიმაღლე, გატაცებები...
ბილე გეიტსს რამდენიმე ისეთი ინფორმაცია ჰქონდა მითითებული, რომელიც დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ.
„ზოგადად რეზიუმეში მოცემული, ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია სასაცილოდ ჩანს“, - ამბობს სტასი ჰალერი, კარიერული განვითარების ექსპერტი -ხოლო მან, წონისა და სიმაღლის გარდა თავისი საერთო საცხოვრებლის ნომერიც კი მიუთითა“.
„მის რეზიუმეში ბევრი ისეთი ინფორმაცია ეწერა, რომელთა კითხვი უფლებაც კი არ გვაქვს ინტერვიუს დროს“, - ანჯელინა დარისო, „C-Suite Coach-ის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
აქედან გამომდინარე როდესაც საკუთარ რეზიუმეს წერთ, უმჯობესი იქნება მსგავსი პერსონალური ინფორმაცია საერთოდ არ მიუთითოთ.
წინა ხელფასი
მას მითითებული ჰქონდა წინა ანაზღაურება - 12,000 დოლარი. სასურველი ხელფასის გრაფაში კი „ღიაა“ ეწერა.
თქვენ არ გჭირდებათ ფინანსური ნიუანსების დაფიქსირება რეზიუმეში. მეტიც, აშშ-ს ზოგიერთ შტატში მსგავსი ინფორმაციის გარკვევა კანონით იკრძალება.
„თუ გსურთ თქვენი პროფესიისთვისა და გამოცდილებისთვის შესაფერისი ანაზღაურების დადგენა, უმჯობესია თვალი გაადაავლოთ LinkedIn-ის ნაირ დასაქმების პლატფორმეს, სადაც შეძლებთ, პოზიიცის შესაბამისი ანაზღაურების დიაპაზონის დადგენას - ამბობს ანჯელინა დარისო“.
“რეზიუმეში წინა ხელფასის მითითება დამაბნეველია. ასეთ დროს დანამდვილებით ვერ ხვდები, რა სურს კანდიდატს - მეტი ხელფასი, თუ უბრალოდ მოლაპარაკება. მოკლედ რომ ვთქვათ გაუგებარია“ - ჰალერი.
გაურკვეველი ფორმატი
„ბილ გეიტსის რეზიუმეს გაგება, ფორმატის გამო, საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. ჩემთვის გაურკვეველია, იყო თუ არა მის მიერ მითითებული გამოცდილება სკოლის ფარგლებში მიღებული. ამაში ჯერაც არ ვარ დარწმუნებული“. - ამბობს ჰალერი.
2018 წელს, დასაქმების პლატფორმა Ladders-ის ირკვევა, რომ დღესდღეობით რეკრუტერებს და ეიჩარებს ძალიან ცოტა დრო აქვთ თითოეული რეზიუმეს გადასარჩევად, რაზეც საშუალოდ 7.4 წამს ხარჯავენ.
”შესაბამისად, სანამ საკუთარ რეზიუმეს გააზიარებთ, დარწმუნდით რომ სხვებისთვისაც მარტივად გასაგებია,“-ჰალერი.
გვერდის ზედა ნაწილში ჩართეთ რამდენიმე სტრიქონი იმის შესახებ, თუ ვინ ხართ და რა გამოცდილება გაქვთ. გარკვევით დაწერეთ თითოეული ვაკანსიის სათაური. შემდეგ, პუნქტებად ჩამოწერეთ პროფესიული მიღწევები და თარიღები, როდის სად მუშაობდით.
დამაჯერებელი სიტყვები
ბილ გეიტსს შეეძლო უფრო დამაჯერებელი სიტყვებით გამოეხატა საკუთარი თავი - ჰალერი.
გამოიყენეთ ძლიერი და აქტიური ზმნები, რომლებიც თქვენი პიროვნების ძლიერ მახასიათებლებს გამოხატავენ.
„ამ მცირე ნაკლოვანებების მიუხედავად, რეზიუმეში ნათლად ჩანს ბილ გეიტსის მიზანდასახულობა. „პირველკურსელი ბიჭისთვის საკმაოდ კარგი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა. ეს ის ფაქტორია, რის გამოც ყველა მიაქცევს ყურადღებას. “ - ამბობს ჰალერი.
წყარო: cnbc.com