Oxfam-ის ინფორმაციით, მდიდარ ქვეყნებს კლიმატის დასაცავად 100 მლრდ დოლარი ამ დრომდე არ გაუღიათ

Oxfam-ის ინფორმაციით, მდიდარ ქვეყნებს კლიმატის დასაცავად 100 მლრდ დოლარი ამ დრომდე არ გაუღიათ

access_time2022-06-08 18:30:00

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მხოლოდ ნახევარი ფარავს იმ ხარჯებს, რომელიც კლიმატის ექსტრემალური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა საჭირო. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია Oxfam-ის განცხადებაში, რომელიც ბონის ყოველწლიური კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონფერენციაზე გავრცელდა.


„მდიდარი ქვეყნები არა მხოლოდ უუნარონი არიან საკმარისი ჰუმანიტარული დახმარება გაიღონ სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულების დასახმარებლად, ისინი ასევე არ ასრულებენ დაპირებას, გამოყონ წლიურად 100 მლრდ დოლარი, რათა დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს, რომ მათ კლიმატის ცვლილებზე ადაპტირება მოახდინონ“, - განაცხადა Oxfam-ის დირექტორმა დენი შრისკანდარაჯამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.


ეკოლოგების მონაცემებით, 2021 წელს სტიქიური უბედურებების შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა დანაკარგებმა 329 მლრდ დოლარი შეადგინა და თითქმის ორჯერ გადააჭარბა გამოყოფილ დახმარებას.


ამასთან, როგორც Oxfam-ში ამბობენ, ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად მიყენებული ზარალის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა სომალი, ეთიოპია, კენია და სამხრეთ სუდანი, რომლებიც თავის მხრივ, მსოფლიო ემისიების მხოლოდ 0,1%-ს გამოყოფენ, მაშინ როცა მდიდარ ქვეყნებზე გლობალური ემისიების 37% მოდის.



„ისეთმა მდიდარმა ქვეყნებმა როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, საკუთარ თავზე უნდა აიღოს სრული პასუხიმგებლობა იმ ზიანზე, რომელსაც მათი ემისიები აყენებენ მსოფლიოს და უნდა გამოყონ ფინანსური კომპენსაცია ღარიბი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა შრისკანდარაჯამ.


გაეროს კლიმატის ცვლილების საკითხების შესახებ კონფერენცია ბონში 6-16 ივნისის პერიოდში ტარდება. მისი მთავარი მიზანია დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს სტიქიური უბედურებებისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში.


bpn.ge



თეგები:
Oxfam



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up