2020 წლიდან მსოფლიო მოსახლეობის 1%-მა თითქმის, ორჯერ მეტი ფული დააგროვა, ვიდრე კაცობირობამ - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ Oxfam- ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს, გამოცემის ცნობით 1% ის მიერ დაგროვებული ფული 26ტრილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო 99% - ის 16 ტრილიონს.
ორგანიზაციის ექსპერტები წერენ, რომ მილიარდერებმა სუპერმოგება ენერგეტიკის სექტორისა და კვების მრეწველობის სწრაფი ზრდის შედეგად მიიღეს. ამ სფეროებში 95-მა კომპანიამ მოგება გააორმაგა, ანუ 306 მლრდ დოლარი მიიღო და აქციონერებს 257 მლრდ დოლარი გადაუხადა. გამდიდრებულ პირთა სიაში Walmart-ის საცალო ქსელის მფლობელი, უოლტონების დინასტია და ინდოელი მილიარდერი, გაუდამა ადანი შედიან.
Oxfam-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ყოველდღიურად 2,7 მლრდ დოლარით მდიდრდებიან. კვლევის ავტორები სუპერსიმდიდრეზე გადასახადის დაწესებას მოითხოვენ. ისინი წერენ, რომ მულტიმილიონერებსა და მილიარდერებზე 5%-მდე გადასახადის დაწესებამ კაცობრიობას წელიწადში შესაძლოა, 1,7 ტრლნ დოლარი მოუტანოს, რაც 2 მილიარდი ადამიანის სიღარიბის დასაძლევად იქნებოდა საკმარისი.