გურიის რეგიონში, 5 მაისის მონაცემებით, 2 აგრარული ბაზარი უკვე ფუნქციონირებს.
დღეს მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცა აგრარულ ბაზარს. ლანჩხუთში მდებარე ბაზარს მუშაობის აღდგენის უფლება, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების შესრულების შედეგად, 30 აპრილს მიეცა.
დღესვე გაიხსნა ახალციხის აგრარული ბაზარიც.
აგრარული ბაზრების შესასვლელებთან მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, მოწყობილია დეზობარიერი, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, კონტროლდება სავალდებულო 2-მეტრიანი დისტანცია.
Imedinews.ge