პაატა იმნაძე: ჩემი პროგნოზით, 2022 პანდემიის დასასრულის წელი იქნება

პაატა იმნაძე: ჩემი პროგნოზით, 2022 პანდემიის დასასრულის წელი იქნება

access_time2021-12-31 22:30:00

წლის დასაწყისი მძიმე გვექნება, მაგრამ შესაძლოა გაზაფხულზე სიტუაცია დაწყნარდეს, თუ, ახალი მუტაცია არ გაჩნდა.


ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


„წლის დასაწყისი მძიმე გვექნება, მაგრამ შესაძლოა გაზაფხულზე სიტუაცია დაწყნარდეს, თუ, ახალი მუტაცია არ გაჩნდა. “ომიკრონი” ბოლო არ იქნება, მაგრამ მგონია, რომ ზაფხულისთვის მსოფლიო პანდემიისგან გათავისუფლებას დაიწყებს. უფრო ადრე ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია ძალიან მაღალ დონეზეა, უფრო გვიან კი ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია ჩვენნაირად მიმდინარეობს. ჩემი პროგნოზით, 2022 პანდემიის დასასრულის წელი იქნება. მინდა ბედნიერი წელი ვუსურვო ჩვენს ხალხს. ნუ აყვებიან ცრუ ინფორმაციებს, გაუფრთხილდნენ თავიანთ და ახლობლების ჯანმრთელობას და დღესასწაულს რაც შეიძლება ცოტა ადამიანთან ერთად შეხვდნენ,“- აცხადებს პაატა იმნაძე.


მისი თქმით, 2021 წელი ძალიან მძიმე წელი იყო, წინა წელს კი უფრო კონტროლირებადი იყო სიტუაცია.


„ახლამთელი წელია, “კორონა” ბობოქრობს და 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულიდან ვაქცინები გვაქვს,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.



მისივე განცხადებით, ომიკრონი” 3-ჯერ მეტ ადამიანს ასნებოვნებს, ვიდრე “დელტა”.


„თუ გვინდა­ თავი დავიცვათ, უნდა გავიკეთოთ პირბადე,­ თუ გვინდა, მძიმე მიმდინარეობას გადავურჩეთ, საჭიროა აცრა. ჰონკონგელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს­ კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, “სინოვაკითა” და “სინოფარმით” სამი აცრა კარგად იცავს დამძიმებისგან. საიმედო ინფორმაცია გავრცელდა “ფაიზერთან” დაკავშირებითაც. კვლევების მიხედვით, “ფაიზერი” “ომიკრონით” დაინფიცირებისგან 65-75%-ით იცავს,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.


ომიკრონთან დაკავშირებით კი აღნიშნა: „ჯერჯერობით კარგია, რომ დავიჭირეთ. ბევრ საეჭვო შემთხვევებს ვი­კვლევდით, მაგრამ აღმოვაჩინეთ ქვეყანაში შემო­სულებს შორის, რაც ნიშნავს, რომ გავრცელებას უახლოეს ერთ კვირაში არ ველით, მაგრამ ორი-სამი კვირის შემდეგ რა იქნება,­ ვეღარ გეტყვით, რადგან სწრაფად ვრცელდება. მაგალითად, მე რომ ამერიკაში­ ვიყავი,­ იქ “ომიკრონის” ერთეული­ შემთხვევები იყო დადასტურებული. 10 დღეა, რაც ჩამოვედი და მთელ ამერიკაში შემთხვევათა­ 75% უკვე “ომიკრონია”. ყველა­ ქვეყანაში ასე მოხდა – გამოჩენიდან რამდენიმე კვირაში­ დომინანტი გახდა. შედარებისთვის გეტყვ­ით – “დელტა შტამი” ჩვენთან მაისის ბოლ­ოს­ გამოჩნდა და დომინანტი ივლისში გახდა, “ომიკრონი” კი რამდენიმე კვირაში ხდება დომინანტური. ვიცით, რომ ის სწრაფად ვრცელდება და გაცილებით ადვილად გადამდებია. სიმძიმით ჯერჯერობით არ გამოირჩევა. ჯერ არ გვაქვს საბაბი, ვთქვათ, რომ “დელტაზე” რთულად მიმდინარეობს. თუმცა “ომიკრონითაც” შეიძლება დამძიმდეს პაციენტი და გამოიწვიოს სიკვდილი.“


იმნაძის განმარტებით, ომიკრონი უფრო ადვილად შედის ზედა სასუნთქი გზების ეპითელში და უფრო ნაკლებად – ქვედა სასუნთქი გზების ეპითელში­. „ჯერჯერობით ასე ჩანს, მაგრამ ეს მხოლ­ოდ კვლევის პროცესში აღმოჩენებია, საბო­ლოოდ რას გვიჩვენებს, ჯერ არ ვიცით,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up