ჩვენი კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-მდე იმუნურია კორონავირუსის რომელიღაც ვარიანტის მიმართ, ანუ კორონავირუსის მიმართ. ამაში შედიან კოვიდგადატანილები, ორთჯერადად აცრილები. 20%-ს არ აქვს გადატანილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა რა შედეგებს გამოიწვევს „ომიკრონი“ ხანდაზმულებსა და აუცრელ მოქალაქეებში.
„სამწუხაროდ, ვიცით, რომ ხანდაზმულების თითქმის ნახევარი აუცრელია. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება განზოგადება იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იყო“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
imedinews.ge