პაატა იმნაძე - ვაქცინის ჩანაცვლება შესაძლებელია, ოღონდ როცა საუბარია ანაფილაქსიურ რეაქციებზე, მაგრამ ვიღაცას პირველი ვაქცინის შემდეგ თავი ასტკივდა, ვაქცინას არ ჩავანაცვლებთ

პაატა იმნაძე - ვაქცინის ჩანაცვლება შესაძლებელია, ოღონდ როცა საუბარია ანაფილაქსიურ რეაქციებზე, მაგრამ ვიღაცას პირველი ვაქცინის შემდეგ თავი ასტკივდა, ვაქცინას არ ჩავანაცვლებთ

access_time2021-08-13 23:20:00

იმ მიზეზით, რომ ვიღაცას პირველი ვაქცინის შემდეგ თავი ასტკივდა, ვაქცინას ნამდვილად არ ჩავანაცვლებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღევანდელ ვებინარზე განაცხადა.


მისი განმარტებით, ერთი ვაქცინის მეორეთი ჩანაცვლება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს პირველი დოზით ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდება.


„რაც შეეხება ვაქცინის ჩანაცვლებას, მისი ჩანაცვლება ქვეყანაში თავიდანვე შესაძლებელი იყო, ოღონდ აქ საუბარია მძიმე, ალერგიულ, ანაფილაქსიურ რეაქციებზე. რა თქმა უნდა, იგივე ვაქცინით ან იგივე კომპონენტების შემცველი ვაქცინით ადამიანის აცრა არ შეიძლება. ასეთი რამ დაშვებული იყო, განცხადებით მიმართავენ ადამიანები, მაგრამ, იმ მიზეზით, რომ ვიღაცას პირველი ვაქცინის შემდეგ თავი ასტკივდა, ვაქცინას ნამდვილად არ ჩავანაცვლებთ“,-განაცხადა იმნაძემ.



მან ასევე ასაკობრივი ზღვარის დაწესებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თუ ეს საკითხი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან იქნება აღიარებული, საქართველოც ზოგიერთ ვაქცინაზე ასაკობრივ ზღვარს დაწევს.


„ასაკის დაწევასთან დაკავშირებით ველოდებით საერთაშორისო რეკომენდაციებს. ვიცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა, მაგრამ ცალკეული ქვეყნებია და ფართოდ არ არის აღიარებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება, ჩვენ მზად ვართ დავწიოთ ზღვარი შესაბამის ვაქცინებზე“,-განაცხადა იმნაძემ.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up