რუსეთიდან ფულადი გზავნილების 300%–იანმა ზრდამ ლარი გაამყარა

რუსეთიდან ფულადი გზავნილების 300%–იანმა ზრდამ ლარი გაამყარა

access_time2022-05-17 10:00:00

რუსეთიდან საქართველოში აპრილში $133 მლნ გადმოირიცხა, რაც წინა ოთხი თვის ჯამურ მაჩვენებელზე მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით კი 299%-იანი ზრდა ფიქსირდება. სანქცირებული და ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნიდან ამ მასშტაბის ზრდამ გარკვეული კითხვები გააჩინა. მეტი ინფორმაციის მისაღებად კომერსანტი ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტ პაატა შეშელიძეს დაუკავშირდა.


პაატა შეშელიძის შეფასებით, გადმორიცხვების რეკორდული ზრდა მაინც და მაინც შავი ფულის შემოდინებას არ გულისხმობს და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეები ფულის შესანახად უფრო სანდო ადგილს ეძებენ. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს ფულის გათეთრების მასობრივი მცდელობის გამოსავლენად და აღსაკვეთად საკმარისი რესურსი გააჩნია და გამკაცრებული რეგულაციების პირობებში, როდესაც ასდოლარიანის დახურდავების შემთხვევაშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პასპორტი მოითხოვება, მაქინაციების ჩატარება რთული იქნება.


როგორც შეშელიძემ კომერსანტთან საუბრისას აღნიშნა, ლარის გამყარება შემცირებულ რეფინანსირების სესხთან ერთად სავალუტო შემოდინების ზრდასაც უკავშირდება.


საგარეო ვაჭრობისგან განსხვავებით, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული მუდმივად უარყოფითი სალდო აქვს, ფულად გზავნილებში პირიქითაა. 2021 წლის აპრილში გადმორიცხვებმა გადარიცხვებს $168 მლნ-ით გადააჭარბა, 2022 წლის მარტში $169 მლნ-ით, აპრილში კი $283 მლნ-ით. ანუ წმინდა სავალუტო შემოდინება $115 მლნ-ითაა გაზრდილი.



1-ელ აპრილს აშშ დოლარის ღირებულება 3.09 ლარს შეადგენდა, 30 აპრილს 3.06 ლარს, 17 მაისის ოფიციალური კურსი 2.98-ა. დოლარის სხვა ვალუტებთან გამყარების ფონზე ლარი ევროსთან და გირვანქასთან კიდევ უფრო მეტად გამყარდა, თუ 9 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასი 2.92 ლარი იყო, მაშინ ევრო 3.33, ხოლო გირვანქა 3.96 ლარი ღირდა. დღეს ევროს ფასი 3.10 ლარამდე, გირვანქის 3.64 ლარამდეა შემცირებული.


ეროვნული ბანკის სტატისტიკით აპრილში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში $36.5 მლნ დახარჯეს და მისმა წილმა საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულ შემოსავლებში 19.3% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი რუსეთის წილი 15.5%-ს შეადგენდა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით აპრილში საქართველოს საზღვარი რუსეთის 33 556-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც ვიზიტორების ჯამური მაჩვენებლის 15.6%-ა. 2021 წლის აპრილში რუსეთის მოქალაქეების წილი ვიზიტორების საერთო რაოდენობაში 10.3%-ს შეადგენდა.


რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან საქართველოში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მიგრანტთა ტალღის ზრდამ ქვეყნის შიგნით რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების სურვილი გააჩინა, რაც ერთის მხრივ უსაფრთხოებით, მეორე მხრივ კი უკრაინისადმი სოლიდარობით აიხსნებოდა. მოთხოვნის მიუხედავად მთავრობას სავიზო რეჟიმი არ აუმოქმედებია. მარტში ბინის ქირის ფასი ცენტრალურ უბნებში გაორმაგდა და ზოგ შემთხვევაში გასამმაგდა.


ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე ადამიანის განცხადება გავრცელდა, რომელთა თქმითაც რუსეთის მოქალაქეებმა ქირის გადახდა შეწყვიტეს, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მათ ბინიდან პოლიციის ძალით ვერ ასახლებენ.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up