პაციენტების მკურნალობაზე კი არ იხარჯება ფული, არამედ ნახევრად ცარიელი შენობების გათბობაზე -  აკაკი ზოიძე საავადმყოფოების სიჭარბეზე

პაციენტების მკურნალობაზე კი არ იხარჯება ფული, არამედ ნახევრად ცარიელი შენობების გათბობაზე - აკაკი ზოიძე საავადმყოფოების სიჭარბეზე

access_time2023-03-10 18:00:41

საქართველოში საავადმყოფოების რაოდენობა ევროპულ სტანდარტს 2,5-ჯერ აღემატება. ამის შესახებ საუბარია  „საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიაში“, ამის ხელშემწყობ მიზეზად კი არსებული რეგულაციების, მათ შორის „სანებართვო პირობების“ სიმარტივე და ჯანდაცვის რესურსების ცენტრალიზებული დაგეგმვის მექანიზმის არარსებობაა დასახელებული.

 

როგორ მოქმედებს საავადმყოფოების ჭარბი რაოდენობა ჯანდაცვის ხარისხზე და რაშია გამოსავალი - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „კომერსანტთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემურია  ბევრი მცირე ზომის კლინიკის არსებობა, რაც საავადმყოფო სიმძლავრეების ფრაგმენტაციას იწვევს. მისი თქმით, კლინიკებთან შედარებით ნაკლებად, თუმცა ჭარბია საავადმყოფო საწოლების რაოდენობაც და წლის განმავლობაში დატვირთვა 50%-ზეა.

 

„პრობლემა არის ბევრი მცირე ზომის კლინიკის არსებობა, რაც იწვევს ფრაგმენტაციას საავადმყოფო სიმძლავრეების, რაც არ არის სასურველი, რადგან  პატარა კლინიკებში შესაძლოა პრობლემები იყოს ხარისხთან მიმართებაში, იმიტომ რომ სამედიცინო პერსონალს, რაც არ უნდა ნიჭიერი და განათლებული იყოს თეორიულად, პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც სჭირდება, რომელიც ყოველდღიური დატვირთვით და პაციენტთან ურთიერთობით გამომუშავდება, მცირე კლინიკებს კი ამის საშუალება არ აქვთ. ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულიც კი არის გარკვეულ ზომაზე პატარა კლინიკების გახსნა და ნებართვის მიცემა. ითვლება, რომ ექიმებს საკმარისი პრაქტიკა არ ექნებათ, რამაც შეიძლება პაციენტის უსაფრთხოებაზე და სამედიცინო მომახურების ხარისხზე იმოქმედოს,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 


აკაკი ზოიძის თქმით, 10 პაციენტზე 10 სამედიცინო ერთეული იღებს არაპირდაპირ ხარჯებს და მოგებას, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს ერთმა ერთეულმა, რასაც მივყავართ პრობლემებთან, როგორც სამედიცინო ხარისხის, ასევე  ხარჯთეფექტიანობის კუთხით.

 

„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მცირე ზომის კლინიკა, რომელთა შორის  ხარისხის მიხედვით კონკურენცია არ ხდება. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ 10 პაციენტს ვუმკურნალოთ 1 საავადმყოფოში, 10 პაციენტს ვმკურნალობთ 10 საავადმყოფოში. რომელთაც თავისი ხარჯები და პრობლემები აქვთ სამედიცინო ხარისხთან და ეფექტიანობასთან. 10 პაციენტზე 10 ერთეული იღებს არაპირდაპირ ხარჯებს და მოგებას, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს ერთმა ერთეულმა. მსგავს საკითხებს მივყავართ როგორც სამედიცინო ხარისხის პრობლემებთან, ასევე ხარჯთეფექტიანობის კუთხით პრობლემებთან და იწვევს არარაციონალური დანახარჯების ზრდას. პაციენტების მკურნალობაზე კი არ იხარჯება ფული, არამედ შენობების გათბობაზე, რომლის ნახევარი ცარიელია.

 

 

ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი სანებართვო პირობებია, ნებისმიერს შეუძლია კლინიკა გახსნა.  კი გამკაცრდა ინფექციის დაცვისა და შენობის ინფრასტრუქტურის მიმართ მოთხოვნები, მაგრამ ნებართვის მიღება მაინც უფრო მარტივია, ვიდრე რომ შევადაროთ ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მოთხოვნებს. ის რომ 2025 წლიდან სავალდებულო აკრედიტაცია იქნება, ეს დაეხმარება ხარისხის თამასის აწევაში და შემდგომში აკრედიტაციის მოთხოვნებთან ერთად სანებართვო მოთხოვნების გამკაცრებაც იქნება საჭირო. სტანდარტები შეიძლება გაამკაცრო, მაგრამ დრო უნდა მისცე, რომ შესაბამისობაში მოვიდეს და ამ სტანდარტების მიხედვით ინვესტიცია გააკეთოს და იყოს პროგნოზირებადი მფლობელებისთვის,“- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up