Pais: ევროპაში დაკავებული რუსი ოლიგარქების იახტების ღირებულება 1,8 მლრდ დოლარს აღწევს

Pais: ევროპაში დაკავებული რუსი ოლიგარქების იახტების ღირებულება 1,8 მლრდ დოლარს აღწევს

access_time2022-04-06 19:30:00

ევროპელი სამართალდამცველების მიერ დაკავებული რუსი ოლიგარქების კუთვნილი იახტების ჯამურმა ღირებლებამ 1,8 მლრდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais წერს.


გაზეთის ცნობით, ბოლო 5 კვირის განმავლობაში, დასავლური სანქციების ფარგლებში, რომელიც დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას უკრაინაში ომის გამო დაუწესა, სხვადასხვა ევროპულ პორტებში დაკავებულია 12-ზე მეტი სუპერ-იახტა. გაზეთის ვერსიით, მათი ჯამური ღირებულება 1,8 მლრდ დოლარს აღწევს.


შეგახსენებთ, ცოტა ხსნის წინ ესპანეთმა FBI-ის მითითებით ვიქტორ ვეკსელბერგის იახტა დააკავა. მანამდე, ისევ ესპანეთში დააკავეს რუსი ოლიგარქის იგორ სეჩინის სუპერ-იახტა, რომელიც ექსპერტების მიერ 493 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. ესპანეთშივე დააკავეს 140 მლნ დოლარად შეფასებული ასევე რუსი ოლიგარქის კუთვნილი იახტა. მანამდე კი იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს დაახლოებით 578 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა. ასევე დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, საკუთარ წყლებში პირველი სუპერიახტის კონფისკაცია მოახდინა.



ამასთან, რუსი მილიარდერების საკუთრებაში არსებული, იახტების ნაწილი ინდოეთის ოკეანეში მალდივებზე გადამალეს. მალდივები კუნძულოვანი ქვეყანაა და შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის ხელშეკრულება არ აქვს. გადამალულ იახტებს შორისაა სუპერიახტა The Clio, რომელიც ალუმინის გიგანტ Rusal-ის დამფუძნებელ ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის. ასევე სუპერიახტა Titan, რომელსაც ფოლადის მწარმოებელი კომპანია Evraz-ის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე აბრამოვი ფლობს. მათ შორის არის ასევე 88-მეტრიანი Nirvana, რომელიც რუსეთის უმდიდრეს ადამიანს, ვლადიმერ პოტანინს ეკუთვნის. წლის დასაწყისში ოლიგარქების ამ იახტების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის პორტებში მოძრაობდნენ.


გადამალული იახტების რიცხვშია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კუთვნილი 82-მეტრიანი იახტა - Graceful, რომელიც „გაიტაცეს“ ჰამბურგის პორტიდან და გადამალეს. აღნიშნული იახტა 2014 წელს, თითქმის, 87 მლნ ევროდ აშენდა და ბოლო რამდენიმე თვე ჰამბურგში იყო.


bpn.ge




თეგები:
იახტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up