ჩრდილოეთ პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 88 ადამიანს მიაღწია, 150-ზე მეტი კი დაშავდა, ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
იმის გამო, რომ მეჩეთში ჭერი ჩამოინგრა, სამაშველო სამსახურებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების მოსაძებნად. აფეთქება მეჩეთში 30 იანვარს ლოცვის დროს მოხდა.
მთლიანობაში მეჩეთი დაახლოებით 250-300 ადამიანს იტევს, მაგრამ აფეთქების მომენტში ლოცვაზე და მეჩეთის სიახლოვეს დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია Tehreek-e-Taliban Pakistan-მა აიღო.