საზღვაო ტრანსპორტირება გამოირჩევა მაღალი გამტარუნარიანობით და შედარებით დაბალი ღირებულებით. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას,რომ საზღვაო გადაზიდვები ერთ-ერთი ყველაზე იაფი სატრანსპორტო საშუალებაა. იმპორტორიორი კომპანიების უმრავლესობა სწორედ ამიტომ ირჩევს ტვირთის ტრანსპორტირების აღნიშნულ საშუალებას, რადგან პროდუქციის თვითღირებულებას არ ზრდის და მისი ფასი არის უფრო კონკურენტუნარიანი ბაზარზე. თუმცა დღევანდელმა რეალობამ რადიკალირად შეცვალა ეს მოსაზრება .
პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა საზღვაო სატარიფო სისტემაზე ჩინეთიდან, რაც განპირობებულია კონტეინერების დეფიციტით ქვეყანაში. კონტეინერის დეფიციტი თავის მხრივ გამოწვეულია სხვადასხვა ქვეყნებში დაწესებული ლოქდაუნების შედეგად, რამაც შეაფერხა ცარიელი კოტნეიენრების ჩინეთში უკან დაბრუნება.
წინა წელთან შედარებით ჩინეთის ძირითადი პორტებიდან ტრანსპორტირების ტარიფი დაახლოებით 300%-ით გაიზარდა, მაგალითად თუ 2019 წელს 40’ კონტეინერის ფასი შეადგენდა 2500 აშშ, მისი ფასი წელს 9000 -დან 10000 აშშ. დოლარამდე მერყეობს.
უახლოესი 2 თვის მანძილზე ჩინურ ახალ წლამდე ფასის მატების ტენდენციას პროგნოზირებენ. ტრანსპორტირების გაძვირებული ფასები პირდაპირპროპორციულად აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე რაც გაზრდის საბაზრო ფასებს - აცხადებს მარკეტინგის მენეჯერი ია მუფთიშვილი სატრანსპორტო კომპანია MGL Georgia-დან.
აღნიშნული პრობლემების წინაშე არა მარტო აზია, არამედ ევროპის სხვადასხვა პორტებიც დგას. ვიმრდოვნებთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და გადაზიდვების ფასები დარეგულირდება.
(R)