ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონკურენტი არ ვართ და პანდემიის დროსაც მომხმარებლების 70% შევინარჩუნეთ - aicar

ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონკურენტი არ ვართ და პანდემიის დროსაც მომხმარებლების 70% შევინარჩუნეთ - aicar

access_time2020-10-15 17:30:18

„საყოველთაო კარანტინის დროს კომპანია გაჩერებული იყო. მაშინ, როდესაც სამუშაო და სასწავლო პროცესები ონლაინ რეჟიმზე გადავიდა და ტურისტების ნაკადი შეწყდა, ჩვენი გაქირავებები თითქმის განახევრდა“, - ამის შესახებ კომერსანტს კომპანია aicar- ის დირექტორმა გიორგი ხუროძემ განუცხადა.


მისივე განცხადებით, aicar - ის კლიენტების 25-30%-ს ტურისტები წარმოადგენდნენ, შესაბამისად ტურიზმის შემცირება aicar - ის სერვისით სარგებლობაზეც შესაბამისი პროპორციით აისახა, თუმცა მიუხედავად კლიენტების შემცირებისა, კომპანიას ფასებზე ცვლილება არ აქვს.


პანდემიამდე aicar - ის სერვისის მოხმარებლის 70-75% საქართველოს მოქალაქეები, ხოლო 25-30% უცხოელები იყვნენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქუთაისის დამატებასაც გეგმავდნენ, თუმცა არსებულმა სიტუაციამ ხელი შეუშალათ.


ამ ეტაპზე Aicar-ი ფარავს თბილისს და ბათუმს. ვგეგმავდით ქუთაისს, თუმცა ეპიდსიტუაციის შემდეგ ეს საკითხი დროებით არ განიხილება“, - აღნიშნავს გიორგი ხუროძე.


 

როგორც გიორგი ხუროძე აღნიშნავს, aicar-ი ცალკე სეგმენტია და ტაქსი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათ კონკურენტებად არ აღიქმება. რაც  შეეხება სამომავლო გეგმებს, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ამ ეტაპზე საუბრისგან თავს იკავებენ.


სამომავლო გეგმებზე საუბარი შესაძლებელი იქნება წლის ბოლოს არსებული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით“, -  აღნიშნავს გიორგი ხუროძე.

 

კომპანია aicar ბაზარზე 2019 წლის აპრილში გამოჩნდა და მომხმარებელს მანქანების გაზიარების (car sharing) სერვისს  სთავაზობს. ამ ეტაპზე კომპანია 150 ელექტრო მობილი ჰყავს და თბილისა და ბათუმში ოპერირებს.


თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
aicar



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up