პანდემიის გავლენა ნაყინის ბაზარზე - თოლია სეზონს 5%-იანი ზრდით ასრულებს

პანდემიის გავლენა ნაყინის ბაზარზე - თოლია სეზონს 5%-იანი ზრდით ასრულებს

access_time2020-09-12 10:00:58

ზაფხულის სეზონის დამთავრებასთან ერთად „კომერსანტი“ ნაყინის მწარმოებელი კომპანიების შედეგებით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, გლობალური პანდემია ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ სფეროს შეეხო.


„კომერსანტს“ კომპანია „პინგოს“ დამფუძნებელმა ვიტალი გელაშვილმა განუცხადა, რომ პროდუქციის რეალიზაციას პანდემიის პერიოდშიც ახერხებდნენ.


„ნაყინის რეალიზაცია სადაც ხდება, ის ობიექტები ფაქტობრივად არ დახურულა. სწორედ ამიტომ იმუშავა ამ სფერომ. ურეკლამოდ ბაზარზე ყოფნის კვალობაზე ჩვენი კომპანიისადმი საკმაოდ მაღალი დაინტერესებაა და ყოველწლიურად 20%-იანი მატება მაინც გვაქვს.“ - განმარტავს ვიტალი გელაშვილი.


როგორც კომპანია „ბარამბოს“ მარკეტინგის მენეჯერი ლევან ყუბანეიშვილი აღნიშნავს, წლის პირველი ნახევარი ბევრად უფრო რთული პერიოდი იყო, თუმცა პანდემიის გარდა ცუდი ამინდების გავლენაზეც საუბრობენ.



„წლის პირველი ნახევარი (მარტი, აპრილი, მაისი) ცოტა რთული იყო. ამაზე პანდემიის გარდა ცუდმა ამინდებმაც იმოქმედა. მეორე ნახევარი (ივნისი, ივლისი, აგვისტო) კი - კარგი. ყოველ შემთხვევაში გეგმა, რომელიც დასახული იყო ამ თვეებში შესრულდა.

საბოლოოდ, თუ განვიხილავთ ზაფხულის ეტაპს გაყიდვების ზრდა იყო, ხოლო გაზაფხულის ეტაპზე კლება გამოიკვეთა, რაზეც ამინდებმაც იმოქმედა. - აცხადებს ლევან ყუბანეიშვილი

 

კომპანია „თოლია“ პანდემიის გავლენას ძირითადად სანაყინე ქსელის მაღაზიებში გაყიდვების 30%-იანი კლება ჰქონდა. 


„წინა წელთან შედარებით, ინდუსტრიული ნაყინის კუთხით 5%-იანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება სანაყინეების ქსელს, შეზღუდვებმა და რეგულაციებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა. შესაბამისად, ამ კუთხით დაახლოებით 30%-იანი კლება გამოიკვეთა,- განმარტავს „თოლიას“ მარკეტინგის დირექტორი სანდრო ლომთაძე.


ანი ცარციძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up