პანდემიამ სამოდელო ბიზნესი დააზარალა

პანდემიამ სამოდელო ბიზნესი დააზარალა

access_time2020-08-16 12:00:35



სამოდელო ბიზნესი ცნობილი ბრენდების და რითეილერების ბიუჯეტზე პირდაპირაა დამოკიდებული, მათი ფინანსური შესაძლებლობები კი პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა.

კარანტინის დროს ფოტოსესიები და ჩვენებები შეზღუდვების გამო არ ტარდებოდა, დღეს კი ამისთვის უბრალოდ ფული არ არის.

პროგნოზის თანახმად, 2020 წლის მეორე ნახევარში ამერიკის სამოდელო სააგენტოების ჯამური შემოსავალი 7,5%-ით, 1,5 მლრდ. დოლარამდე შემცირდება.

ეს თითქმის 2-ჯერ მეტი ვარდნაა, ვიდრე 2009 წელს იყო. მოსალოდნელია მსხვილი ბრენდების კორპორაციული შემოსავლების, სარეკლამო ბიუჯეტების, და შესაბამისად, სამოდელო ბიზნესის სასარგებლოდ ხარჯების შემცირება.

პანდემია მოდის ინდუსტრიაში მასშტაბურ შემცირებებს და უმუშევრობას გამოიწვევს - ნათქვამია გამოცემა Business of Fashion-ის და საკონსულტაციო სააგენტო McKinsey&Company-ის ერთობლივ ანგარიშში.

„პირველები დარტყმის ქვეშ მცირე, დამოუკიდებელი სამოდელო სააგენტოები მოხვდებიან. ისინი მოდელებს კონტრაქტებით ქირაობენ, და საკუთარი კაპიტალი მათ თითქმის არ გააჩნიათ. მათთვის გადარჩენის ერთად-ერთი შესაძლებლობა მსხვილ კომპანიებთან შერწყმა იქნება“ - მიიჩნევს იურიდიული ფირმა Hand Baldachin Associates-ის დამფუძნებელი დუგლას ჰენდი.

სადღეისოდ, ამერიკის სამოდელო ბაზარზე კომპანია IMG Models ლიდერობს, მას Wilhelmina International, Elite World და Ford Models მოჰყვებიან. დანარჩენი მოთამაშეები ძირითადად მცირე, ბუტიკ-სააგენტობია, სადაც შტატში 2-3 ადამიანია, და ისინი მოდელებთან შტატგარეშე თანამშრომლობენ.

თუმცა, ზომის და სიძლიერის მიუხედავად, ყველა სამოდელო სააგენტო ბიუჯეტებს ამცირებს, რადგანაც მოდელებისთვის სამუშაო ძალიან ცოტაა.

მცირე მოთამაშეების მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ლონდონში მოქმედმა კომპანია AMCK -მ რამდენიმე თავისი საშტატო თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვა, ჩინურმა MNG-მ დასაწყისისთვის შეამცირა ხელფასები და ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირა, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, და საბოლოოდ მენეჯმენტმა თანამშრომლების დიდი ნაწილი დაითხოვა.

ექსპერტების ვარაუდით, უახლოესი 6 თვის მანძილზე ქამრების მოჭერა როგორც სააგენტოებს, ისევე მოდელებს მოუწევთ.

„მაშინაც კი, როდესაც შეკვეთების გაქვს, თავს მაინც დაუცველად გრძნობ - კომპანია, რომელთანაც შენ დღეს თანამშრომლობ, ხვალ შესაძლოა გაკოტრდეს, და შენ ისევ საარსებო წყაროს გარეშე დარჩები“ - ამბობს ტექასელი მოდელი რეჩელ ფინინგერი, რომელიც 2009 წლიდან Dior, Off-White, Gucci და Calvin Klein-თან თანამშრომლობს.

ჯერ კიდევ პანდემიამდე მოდელები გაურკვეველ მდგომარეობაში ხშირად აღმოჩენილან, როდესაც მათ აგენტები, კლიენტები, სტილისტები ან ფოტოგრაფები ატყუებდნენ, რომ არაფერი ვთქვათ დარგის სხვა პრობლემებზე - დამცირებაზე და სასტიკ მოპყრობაზე.

„პანდემიამ სამოდელო ბიზნესში დაგროვილი ბევრი პრობლემა გააშიშვლა - ისეთები, როგორც სააგენტოების მატერიალური პასუხისმგებლობა, სავიზო სტატუსის საკითხი, ფინანსური გაუმჭირვალობა და გადახდების დაგვიანება“ - აღიარა სამოდელო სააგენტო Model Alliance-ს დირექტორმა სარა ზიფმა.

კორნუელის ინსტიტუტმა და სააგენტო Model Alliance-მა მარტში მოდელებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს - აღმოჩნდა, რომ ყოველი მეხუთე რესპოდენტი ფულის უკმარისობას განიცდიდა, ნახევარმა კი განაცხადა, რომ არსებული მდგომარეობის 3 თვით შენარჩუნების შემთხვევაში, მათ ბინების ქირის ფული არ დარჩებათ.

ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ მათი ვალი კლიენტებს აქვს, 49%-მა - სამოდელო სააგენტოს, მესამედთან დავალიანება კი კლიენტებსაც და სააგენტოებსაც აქვთ.

მოდელებისთვის გამოსავალი შესაძლოა თანამშრომლობის ახალი ფორმატი აღმოჩნდეს - საუბარია დისტანციურ მუშაობაზე, როდესაც კლიენტებს შეკვეთის გაფორმება ონლაინ-რეჟიმში შეუძლიათ. მოდელს ასეთ შემთხვევაში ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში სირბილი არ მოუწევს - შეკვეთის შესრულება შესაძლებელი იქნება სახლის პირობებში.

ასეთი ექსპერიმენტები უკვე არაერთხელ ჩატარდა კარანტინის დროს, და მათმა შედეგებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

Gazeta.ru

თეგები:
მოდა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up