„პანდემიამდე გატარებულმა ზომებმა უზრუნველყო ფინანსური სტაბილურობა ურთულეს პერიოდში“ – კობა გვენეტაძე

„პანდემიამდე გატარებულმა ზომებმა უზრუნველყო ფინანსური სტაბილურობა ურთულეს პერიოდში“ – კობა გვენეტაძე

access_time2022-10-28 17:20:00

კობა გვენეტაძემ ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ყოველწლიურ კონფერენცაზე ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პანელურ დისკუსიაში ვრცლად ისაუბრა ქვეყანის განვითარებისა და წინსვლისათვის ფინანსური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული ბანკის მიერ უკანასკნელ პერიოდში გლობალური შოკების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები გააცნო მან აღნიშნა, რომ COVID-19-ის და რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა ვითარებამ და გლობალურად მზარდმა ინფლაციამ საქართველოს ეკონომიკაზეც იქონია ზეგავლენა. შესაბამისად, ორმაგი მასშტაბური შოკის ნეგატიური გავლენების შესარბილებლად, აუცილებელი იყო სათანადო ღონისძიებების გატარება.


„პანდემიამდე გატარებულმა ზომებმა უზრუნველყო ფინანსური სტაბილურობა ურთულეს პერიოდში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სტაბილურობისათვის ზრუნვა განგრძობადი პროცესია, რომელიც ანალიზს და სათანადო, ხშირად არაპოპულარული, ზომების გატარებას მოითხოვს“, - განაცხადა კობა გვენტაძემ.



მან ასევე დეტალურად ისაუბრა ეროვნული ბაკნის მიერ საერთაშორისო სანქციების შესაბამისი ზომების შესახებ. „აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციები ფინანსურ სექტორს დამატებით სირთულეებს უქმნის. საქართველოსთვის მთავარი სირთულე სანქციებია, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებისგან მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს. საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობა ტრანზაქციების დეტალურ და საფუძვლიან მონიტორინგს ნიშნავს, რაც ტრანზაქციების შეფერხებას იწვევს. თუმცა, ეს არა მხოლოდ საქართველოს წინაშე მდგარი სირთულეა, არამედ ყველა იმ ქვეყნის ფინანსურ სექტორს ეხება, რომლებიც სანქციების მოთხოვნებს იცავენ. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის და ყველა სირთულის დაძლევის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ზომები ოპერატიულად მიიღო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება დაავალა. მეტიც, ეროვნული ბანკი, როგორც ზედამხედველი, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციითა და კონკრეტული სანქციების/ვალდებულებების დაზუსტებით სტანდარტების სრულ დაცვას უზრუნველყოფს. ფინანსური ინსტიტუტების მიერ აღნიშნული სანქციებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისა და ეფექტური ზედამხედველობის შესაძლებლობის შესამცირებლად, სებ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან და უცხოეთის ქვეყნების პარტნიორებთან და აფართოებს საერთაშორისო სანქციების დაცვაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა შესაძლებლობებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო ყოველწლიური კონფერენცია ამჯერად ამერიკისა და საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას დაეთმო.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up