„პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის 30% იანი კლება გვაქვს“ -  Hr.ge -  ს მენეჯერი

„პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის 30% იანი კლება გვაქვს“ - Hr.ge - ს მენეჯერი

access_time2022-10-16 15:00:12

"პანდემიის შემდეგ სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი შემცირებულია და კომპანიიდან გადინება გაზრდილია" - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ დასაქმების სააგენტო ეიჩარის რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა.


მისი თქმით თუ პანდემიამდე თუ ერთ ვაკანსიაზე 50 - მდე რეზიუმე შედიოდა დამსაქმებელს, დღეს ეს მაჩვენებელი ათჯერ ნალებია.


„ეს არ არის განპირობებული არც საიტების რეიტინგით, არც ვაკანსიის გავრცელების არეალით, ზოგადად მოთხოვნა დაკლებულია, კონკურენცია დიდია, დღეს სამუშაოს მაძიებლები, მეტნაკლებად უფრო არჩევენ ვაკანსიებს, უყურებენ სამუშაო პირობებს, მოთხოვნა და ისე აკეთებენ არჩევანს და აგზავნიან სივს.



რა თქმა უნდა გვაქვს კადრების დეფიციტი და ეს ყველაზე მწვავედ ეხება ჰორეკა სექტორს, იმიტომ რომ ჰორეკა სექტორი ყველაზე მტკივნეულად აღიქვამს ამ პრობლემას, მთელი სეოზნის მანძილზე ვერ ახერხებდნენ კადრების დაკომპლექტებას და ამაზე ძალიან ბევრი ორგანიზაცია საუბრობდა“, - აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.



შახბაზიანის თქმით მიმდინარე წლის შემოდგომაზე სექტემბრიდან ვაკანსიების განთავსება გააქტიურებულია, რაც ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება და დეკემბრიდან მოსალოდნელია კლება.


„ვაკანსიების რაოდენობას რაც შეეხება, hr.ge  ზე ყოველდღიუად 300-დან 400-მდე ვაკანსია თავსდება , თუმც ა სამუშაოს მაძიებლებს რაც შეეხება, 70- დან 120-მდე რეგისტრირებული მაძიებელი გვყავს დღიურად. თვითონ საიტზე შემომსვლელი დაახლოებით 24 000-დან 34 00 მდე მომხმარებელი მერყეობს.


პანდემიამდელ პერიოდში 200- მდ ე ადამიანი რეგისტრირდებოდა დღიურად, დაახლოებით პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის 30% იანი კლება გვაქვს. თუმცა საიტზე შემომსვლელების რაოდენობა ფაქტორბივად არ შეცვლილა“, - აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.


რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიებს, ინგა შახბაზიანი აცხადებს, რომ ყველაზე მოთხოვნადი მაინც გაყიდვების მიმართულებაა , შემდეგ ჰორეკა სექტორი, სასტუმრო რესტორანი და კვების მიმართულება, შემდეგ არის საბანკო და საფინანსო სფერო, შემდეგ სამედიცინო და შემდეგ IT მიმართულება, მისივე თქმით რეალურად სურათი უცვლელია და პირველ ადგილზე მაინც გაყიდვებია.


რაც შეეხება ანაზღაურებას , ინგა შახბაზიანი აცხადებს, რომ ბევრი კომპანია ანაზღაურების წინასწარ გაცხადებისგან ტავს იკავებს, თუმცა ტენდენცია მაინც დადებითისკენ მიდის და დღეს უკვე 30-40 % უთითებს ანაზღაურებას და რითეილ სფეროში შეინიშნება მატება და კომპანიების დიდმა ნაწილმა 20-30% ით გაზარდა ანაზღაურება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up